#ჯანმრთელობა #ცნობილები #სილამაზე

მირანდა კერის სილამაზის დღიური

გაზიარება:

ავსტრალიელი მოდელი და ბიზნესვუმენი მირანდა კერი სილამაზის ხრიკებსა და  პირად საიდუმლოებებს ხშირად გვიზიარებს. Kora Organics-ის დამფუძნებელისთვის და სულისჩამდგმელისთვის თავის მოვლა, საკუთარი სახისა და სხეულის კანზე, თმაზე თუ მოხდენილ ფორმებზე ზრუნვა ერთდროულად მნიშვნელოვანი და სიამოვნებისმომგვრელი საქმიანობაა, რომლის გაზიარება კერიმ ამჯერად მარტივი და სწრაფი გზით გადაწყვიტა.

 

სახის კანი

ჩემი სახის კანს მართლაც ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ. Kora სწორედ იმიტომ შევქმენი, რომ ბაზარზე ვერ აღმოვაჩინე ისეთი სერტიფიცირებული ორგანული პროდუქტი, რომელსაც შევიყვარებდი.

დილის და ღამის რეჟიმი: „დღის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა დილა იქნება თუ საღამო, სულ მცირე 3 საფეხურიან რუტინას ვიტარებ, რომელშიც დასაბან გელს, სახის მისტსა და დამატენიანებელს უცვლელი ადგილები უკავიათ“.

მზისგან დამცავი: „Actinica Lotion SPF 50+ - რადგან ის სახეზე უცნაურ შეგრძნებას არ ტოვებს და მალევე შეიწოვება“.

საყვარელი სპა ადგილი: „ჩემი სახლი, სადაც ორთქლის ოთახი და პირადი საუნა მაქვს, რომლებსაც სულ მცირე კვირაში ორჯერ ვიყენებ“.

ფიტნესი და დიეტა

დილას ცხელი წყლით და ლიმონის წვენით ვიწყებ, რათა საჭმლის მომნელებელ სისტემას საკმარისი ენერგია მივანიჭო, ლიმონები ჩემი ეზოს ხიდანაა.

ვარჯიში: „პილატესი და იოგა კვირაში ორჯერ, გარდა ამისა სტატიკური ვარჯიშები, სასიამოვნო მუსიკის მოსმენის ფონზე“.

ბოსტნეული: „ძალიან დიდი რაოდენობით ბოსტნეულს ვჭამ, კომბოსტოს, ისპანახს, ბოლოკს, განსაკუთრებულად მიყვარს ფერმერთა მარკეტები“.

საყვარელი კოქტეილი: Kora Organics Noni Glow Skinfood-ის საკვებდანამატისა და შამპანიურის მიქსი“.

თმა და სუნამო

ერთხელ საკუთარი თავის რადიკალურად შეცვლა გადავწყვიტე და თმა ქერად შევიღებე, საქმე გეგმის მიხედვით სულაც არ წავიდა

სტილისტი: „ერიკა ვერეტი ჩემი გადამრჩენელია, რაც თავი მახსსოვს მასთან ერთად ვმუშაობ და ეს უდიდესი სიამოვნებაა“.

შამპუნი და კონცდიციონერი: „Aveda Be Curly თუ კი ცორაოდენი ბუნებრივი მოცულობა მსურს და Rahua თუ კი სწორი თმის ხასიათზე ვარ“.

საყვარელი სურნელი:  Kora Organics Heart Chakra Aromatherapy Oil - ის ძალიან ნაზი და სათუთია და ყოველთვის მეხმარება განწყობის შექმნასა და შემდეგ შენარჩუნებაში“.

ზევით