#მოგზაურობა

მიწიერი სამოთხე - კლოდ მონეს ჯადოსნური ბაღები ჟივერნიში

გაზიარება:

ყოველწლიურად, მარტის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე, 500 ათასზე მეტი ადამიანი ჟივერნისაკენ, საფრანგეთში მიემგზავრება, რათა კლოდ მონეს შედევრებზე ნანახი პეიზაჟები, რელობაში, საკუთარი თვალით იხილოს.

ადამიანები ჟივერნიში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ზურმუხტისფერ ჟალუზებიანი მომხიბვლელი ვარდისფერი სახლ-მუზეუმის სანახავად ჩადიან, რომლის ბაღებიც ტიტებით, ლავანდითა თუ მზესუმზირების ყვავილებითაა გადავსებული. სახლიდან მომავალი ყვავილების ჯადოსნური გვირაბი დამთვალიერბლებს მტირალი ტირიფებისა და ბამბუკის ყლორტების ოაზისიკენ მიუყვებათ, სადაც წყლის შროშანების სავსე ტბორის გასწვრივ იაპონური საფეხმავლო ხიდის აღმოჩენაც არის შესაძლებელი.

კლოდ მონეს ყვავილების ბაღები თითქმის ჰექტარზეა გადაჭიმული და აქ ათასობით  განსხვავებული და მშვენიერი ყვავილის აღმოჩენაა შესაძლებელი.

სწორედ ჟივერნიში განლაგებული ეს იდილიური ბაღები და სახელგანთქმული ტბორი, რომელიც დიდმა იმპრესიონისტმა საკუთარი ხელებით დაამშვენა, დგას მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე ცნობილი ნახატის მიღმა და უკვე დიდი ხანია აღიქმება, როგორც ხელოვნების ნიმუში. 

კლოდ მონე ჟივერნიში 1883 წლიდან, მის გარდაცვალებამდე 1926 წლამდე ცხოვრობდა და ხელოვნების ცნობილ ნიმუშებთან ერთად, საკუთარი სახლი და ბაღები მომავალ თაობებს მემკვიდრეობად დაუტოვა.

დღეს იმპრესიონისტი ოსტატის სახლ-მუზეუმი და ბაღები - სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა ცხოვრების მეორე ნახევრის უმეტესი ნაწილი - არის ერთ-ერთი რჩეული ადგილი ტურისტებისთვის, არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ ბოტანიკის მოყვარულთათვისაც. სულ რაღაც ორი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ კლოდ მონეს სახლი და მისი მშვენიერი ბაღები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესვლის კანდიდატები არიან.

ზევით