#ლიტერატურა

მარგარეტ ქუალის რჩეული წიგნები

გაზიარება:

Netflix-ის მორიგი წარმატებული სატელევიზიო პროექტ Maid-ის ვარსკვლავის, მარგარეტ ქუალის საშემსრულებლო მანერა, სამსახიობო ოსტატობა და ნიჭი მაყურებელს არ გამოჰპარვია. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მარგარეტისთვის ეს სადებიუტო როლი არ ყოფილა, Maid-ში მან საუკეთესოდ შეძლო საკუთარი უნარ-ჩვევების გამოვლენა.

27 წლის მარგარეტი ცნობილი მსახიობის ენდი მაკდაუელის და პოლ ქუალის ქალიშვილია.

მარგარეტ ქუალი ამჟამად, Chanel-ის ამბასადორად გვევლინება, სწორედ მოდის სახლის ერთ-ერთ რუბრიკაში სტუმრად მყოფმა მარგარეტმა საზოგადოებას საყვარელი წიგნები, კითხვის პროცესისგან მიღებული სიამოვნება და ბავშვობის დროინდელი მოგონებები გაუმხილა.

როგორ გაგრძნობინებთ კითხვა თავს?

კითხვა არა ერთი განსხვავებული საბაბის გამო მიყვარს, ვფიქრობ კითხვის პროცესს ერთგვარი ესკაპიზმის - რეალობიდან გაქცევის მომენტი აქვს. შეგიძლია სხვა ადამიანის ცხოვრებით იცხოვრო და ამ ყველაფრით ზოგჯერ შეპყრობილიც კი ვხდები.

ახლა მაიკლ ნიკოლის ავტობიოგრაფიას ვკითხულობ, ის ბევრს საუბრობს ელენ მეისთან ურთიერთობაზე, მე კი ელეინ მეით ნამდვილად მოვიხიბლე.

კითხვა სტიმულს გაძლევთ თუ გამშვიდებთ?

ვფიქრობ, კითხვის პროცესი შესაძლოა სტიმულის მომცემიც იყოს და დამამშვიდებელიც. თუ საწოლში მოკალათებული ლამაზ ნოველას კითხულობ დაბალ შუქზე, დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჩაგეძინოს. თუმცა ამ პროცესს შეუძლია ენერგია მოგანიჭოს და შთაგაგონოს კიდეც.

შორიახლოს ყოველთვის მიდევს პოეზიის კრებული, რათა დღის განმავლობაში რაღაც მაინც წავიკითხო, სულ პატარა ლექსიც რომ იყოს. ჯეკი კენედის დიდი გულშემატკივარი ვარ. მას პოემების დიდი კოლექცია ჰქონდა, რომელსაც ახლა ვკითხულობ. ეს წიგნები კენედის ოჯახის რელიკვიას წარმოადგენდა და ძალიან მომწონს წესი, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს ერთი ლექსი უნდა დაემახსოვრებინათ. ჯეკის კი ყველა ის ლექსი აქვს შენახული, რომელიც ზეპირად იცოდა.

კითხვის რიტუალი თუ გაქვთ ან საყვარელი ადგილი წასაკითხად?

სხვათაშორის დიახ, ნიუ-იორკში ვცხოვრობ და ჩემს აპარტამენტში, სხვენში საწოლზე კითხვა ძალიან მიყვარს. 

წიგნების გარემოცვაში გაიზარდეთ?

მამაჩემის სახლში ტელევიზორის წინ მსხდომი მოზარდი ბავშვები არ ვყოფილვართ. ჩვენ ისტორიები გვაინტერესებდა და მათ ან ვიგონებდით ან ვკითხულობდით.

ბავშვობის მოგონება, რომელიც კითხვას უკავშირდება

მახსოვს შობის დილას ძალიან ადრე გავიღვიძე, ჩემი ძმის ოთახში შევედი და The Hobbit ახალი დასრულებული ჰქონდა. წიგნიდან არაფერი წაუკითხავს, სამი საათის განმავლობაში შინაარსს მიყვებოდა.

ყიდვა

წიგნი, რომელიც ყოველთვის შთაგაგონებთ

არ შემიძლია არ გავამხილო, რომ Harry Potter ჩემი რჩეული წიგნების ხუთეულშია. ძალიან პატარა ვიყავი როდესაც ეს წიგნი გამოვიდა და ის ძალიან მიყვარდა. 14 წლის ასაკში საბალეტო სკოლაში ჩაბარებისას თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი. მაშინ Harry Potter-ის წიგნები ხელახლა გადავიკითხე და ეს ნამდვილად ნოსტალგიური იყო.

 

ყიდვა

საყვარელი საბავშვო წიგნი

The Giving Tree ჩემი ფავორიტი საბავშვო წიგნია. შელ სილვერსტეინი უბრალოდ საუკეთესოა. მას სძულდა საბავშვო წიგნები და ბედნიერი დასასრულები, ამის გამო ხალხს მიაჩნია, რომ The Giving Tree საკმაოდ სევდიანად სრულდება. თუმცა, მე მათ არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ ეს წიგნი ძალიან იმედისმომცემი და სასიამოვნოა. 

ყიდვა

ამერიკელ მწერლებთან და მათ შემოქმედებასთან თუ გრძნობთ კავშირს?

ერთ-ერთი რამ, რის გამოც სელინჯერს ვაფასებ და პატივს ვცემ, ეს მისი მკაცრი პირდაპირობაა. ის წერდა 40-იანი და 50-იანი წლების ამერიკაზე, როდესაც ადამიანებს ოპტიმიზმი და იმედი ჰაერივით სჭირდებოდათ და ეს საჭიროება ამ მწერლის შემოქმედებაში უდავოდ იგრძნობა. 

ყიდვა

ვფიქრობ უნდა ვახსენო ჩემი ძვირფასი მეგობარი მირანდა ჯულაი - ის უბრალოდ ჩემი რჩეული მწერალია თანამედროვეებს შორის. მირანდა ახლა წიგნზე მუშაობს, რომელსაც ძალიან დიდი დრო დაუთმო და როგორც კი პირველ პროექტს მორჩა, ჩემი აღტაცება ვერ დავმალე.

რჩეული წიგნი კლასიკური ლიტერატურიდან

Hamlet სკოლის პერიოდში წავიკითხე პირველად და წიგნში იმდროინდელი ჩანაწერები დღემდე მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი რამდენჯერმე მაქვს წაკითხული, მხოლოდ ახლახან შევძელი მისი სრულიად ახლებური პერსპექტივიდან დანახვა და ეს შესანიშნავი იყო.

ყიდვა

სცენარების წაკითხვა გიყვართ?

ჩემი სცენარების რამდენიმე ეგზემპლარს ვინახავ თაროებზე, იმ შემთხვევისთვის თუ მეგობრები მოვლენ და ამ სცენარებს თამაშის დროს წავიკითხავთ ჭიქა ღვინოსთან ერთად. ეს ერთგვარი თამაში ძალიან მიყვარს.

წიგნი, რომელმაც განგაცვიფრათ

ყიდვა

Letters to a Young Poet-ის კითხვა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური პროცესი იყო. ის ჩემთვის კითხვების კორიანტელი და ჯერ კიდევ დახურული ოთახების ერთობლიობაა, შენივე ამოუცნობი სამყარო, რომლითაც უნდა ამაყობდე.

ზევით