#მოდა

მაკო მაჭავარიანი და ზინი ქაჯაია Emporio Armani-ს ჩვენებაზე გამოვიდნენ

გაზიარება:

Look Models Management-ის ახალგაზრდა ქართველი მოდელები მაკო მაჭავარიანი და ზინი ქაჯაია რამდენიმე საათის წინ, იტალიური ბრენდის Emporio Armani-ს ჩვენებაზე გამოვიდნენ. მაკომ და ზინიმ მოდის სახლის 2022 წლის გაზაფხულის Ready to wear კოლექცია წარადგინეს.

Emporio Armani-ს ჩვენების გახსნის პატივი მაკო მაჭავარიანს ერგო, მაკო ახალგაზრდა ქართველი მოდელების თაობის წარმომადგენელია და ის კარიერაში საკმაოდ გაბედულ და წარმატებულ ნაბიჯებს დგამს. მილანის მოდის კვირეულის გასულ სეზონზე, იტალიური მოდის სახლის ჩვენება ზინი ქაჯაიამ გახსნა, რომელიც აგრეთვე საკმაოდ დამაჯერებელი ნაბიჯებით მიიწევს წინ.

მაკო მაჭავარიანმა Emporio Armani-ს კოლექციიდან 3, ხოლო ზინი ქაჯაიამ 2 ლუქი მოირგო

შეგახსენებთ, რომ ზინი ქაჯაიამ გასულ წელს კონტრაქტი ლიდერ სამოდელო სააგენტო Dmanagement group-თან გააფორმა, რომელიც თავად ნაომი კემპბელის, კარლა ბრუნის, მონიკა ბელუჩის, ჰეიდი კლუმის, ჰელენა კრისტენსენის და სხვა ტოპ მოდელების სააგენტო გახლდათ.

ზევით