#ცნობილები #მუსიკა #დეკორი

მაილი საირუსის რეტრო სტილის სახლი ლოს-ანჯელესში

გაზიარება:

ერთი წლის წინ მაილი საირუსმა ლოს-ანჯელესის მყუდრო უბანში საცხოვრებელი სახლი შეიძინა 6 საძინებლითა და 7 აბაზანით, რომლის გარდაქმნას და მოწყობას მომღერალი ყიდვისთანავე შეუდგა, ერთი წლის შემდეგ კი მაილიმ ფერადი, სახასიათო და მყუდრო სახლის შექმნა შეძლო. ყველაფერი კი მაილის დედის, რომელიც მომღერლის პირადი მენეჯერი გახლავთ უკვე 16 წელია, და ინტერიერის დიზაინერის მეთ სანდერსის დამსახურება გახლავთ.

„ჩემი ყველაზე დიდი საზრუნავი ის გახლდათ, რომ სახლში შესვლისთანავე მივმხვდარიყავი ვის საცხოვრებელში ვიმყოფებოდი, როგორია ამ ადამიანის პიროვნულობა, რა უყვარს და რას წარმოადგენს ის. მაილის ძალიან კარგად ვიცნობ და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, სწორედ ამიტომ ყველა წინაპირობა მქონდა იმისათვის, რომ სახლი სწორედ მაილისთვის მომერთო“ - განაცხადა ტიშ საირუსმა.

როგორია სახლი? - ის მაილის აირეკლავს, მშვენიერი და ხმაურიანი, თუმცა იმთავითვე დისციპლინირებული.

„დედაჩემს ღრმად სწამს, რომ მუდმივი არაფერია და ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია ცხოვრებაში. ადამიანები ხშირად წინდაუხედავ არჩევანს აკეთებენ, ამან შეიძლება უსაზღვრო წარმატება მოგიტანოს, ან პირიქით - წარუმატებლობა, თუმცა მთავარია სცადო და ეს ჩემს დიზაინშიც აირეკლება“ - დასძინა მაილიმ.

მომღერლის დედა არ შემცდარა, მაილის ახალი საცხოვრებელი მართლაც რომ იდეალურად აირეკლავს მისი მფლობელის ბობოქარ სამყაროს, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, დიდი რაოდენობით მხიარულებას და ამის პარალელურად, მაილის უცნობ, მშვიდ სამყაროს, რომელიც ინტერიერში კონტრასტულად შემოდის, თუმცა მნახველს მხოლოდ აღაფრთოვანებს.

ზევით