#მოდა

ლონდონის მოდის კვირეულის მთავარი ტრენდი - ასიმეტრიული ჭრილები

გაზიარება:

ლონდონის მოდის კვირეულის 2022 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებები დასრულდა, 5-დღიანმა მოდურმა ღონისძიებამ ჩვეული დიდებულებით ჩაიარა. ლონდონის მოდის კვირეულის პირველ დღეს, 17 სექტემბერს ცხადი გახდა, რომ დიზაინერების და მათი ბრენდების მთავარი სათქმელი - სექსუალურობის ახალი პერსპექტივიდან დანახვა გახდებოდა. 

ერთდროულად ოთხმა დიდმა ბრენდმა Vivienne Westwood-მა, Halpern-მა, David Koma-მ და Nensi Dojaka-მ თავიანთი კოლექციების მთავარ ელემენტებად ასიმეტრიული ჭრილები წარმოგვიდგინეს და ეს სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც გავაცნობიერეთ, რომ მომავალი წელი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ტრენდით გამოჩნდებოდა.

ვივიენმა თავისი ცნობილი კორსეტი ტოპად გარდაქმნა, მაღალი ყელითა და მკერდთან ოვალური ჭრილით, მაიკლ ჰალპერნმა კი პირიქით კორსეტის კაბა წარმოგვიდგინა რომელიც ცალკეული ნაწილებისგანაა აწყობილი. ლონდონში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა დავიდ კომამ ნამდვილი ფურორი მოახდინა და ბოლოდროის საუკეთსო კოლექცია გამოაჩინა, ნენსი დოიაკამ კი მთელი კოლექცია ქალის სხეულს მიუძღვნა, როგორც მონოტონური ოდა. 

Vivienne Westwood

David Koma

Halpern

Nensi Dojaka

Knwls

Mark Fast

Rejina Pyo

Richard Malone

Supriya Lele

Yuhan Wang

ზევით