კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე დასამახსოვრებელი წითელი კაბები

არის რაღაც გრაციოზული, დამატყვევებელი და მომნუსხველი წითელ ფერში, ფერში, რომლისთვისაც არასდროს უწოდებიათ „ახალი შავი“, რადგან თავად იმდენად თვითკმარი იყო, რომ სხვა რომელიმე ფერთან პარალელის გავლებასაც კი ვერ უბედავდნენ. წითელი ფერის ისტორია საუკუნეებს ითვლის, ჯერ კიდევ პალეოლითის ხანაში გვაბრუნებს, როდესაც ამ ფერმა მოახერხა და ადამიანები ერთიანად მოაჯადოვა.

წითელი ყველაზე მეტყველი ფერია და მას როგორც მოდაში, აგრეთვე კინემატოგრაფიაში კუთვნილი ადგილი უკავია.

ამ ფერის გრადაციების დამსახურებით რეჟისორები მთავარი სათქმელის, ემოციის და ენერგიის გამოხატვას სწორედ მას ანდობენ. წითელი შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც ძლიერების, აგრესიის ან სულაც მოსალოდნელი უბედურების შემთხვევაში, თუმცა მაშინ როდესაც წითელი ფერი მოდას ერწყმის, ყველას მხოლოდ დაუვიწყარი კაბები გვახსენდება, ისეთი ჯულია რობერტს ლამაზმანში რომ ამშვენებდა, ან უფრო ადრე ოდრი ჰეპბერნი საუკეთესო მეგობრის მიერ შექმნილ კაბაში რომ იწონებდა თავს.

დღეს დიდი ეკრანების საკულტო წითელ კაბებს შევავლოთ თვალი:

ვივიენ ლი ფილმში Gone with the Wind (1937 წელი)
ვივიენ ლი ფილმში Gone with the Wind (1939 წელი)
ოდრი ჰეპბერნი ფილმში Funny Face (1957 წელი)
ბრიჯიტ ბარდო ფილმში The Light Across the Street (1955 წელი)
მერილინ მონრო და ჯეინ რასელი ფილმში Gentlemen Prefer Blondes (1953 წელი)
მერილ სტრიპი ფილმში Sophie's Choice (1982 წელი)
მიშელ ფაიფერი ფილმში The Fabulous Baker Boys (1989 წელი)
ჯულია რობერტსი ფილმში Pretty Woman (1990 წელი)
ვაინონა რაიდერი ფილმში Dracula (1992 წელი)
ნიკოლ კიდმანი ფილმში Moulin Rouge! (2002 წელი)
კირა ნაითლი ფილმში Anna Karenina (2009 წელი)

 

ზევით