#ცნობილები

კლაუდია შიფერი ლაგერფელდზე: „კარლი ჩემი ჯადოსნური მტვერი იყო“

გაზიარება:

„კარლი ჩემი ჯადოსნური მტვერი იყო. მან მორცხვი გერმანელი გოგოდან სუპერმოდელად გადამაქცია. მან მასწავლა თუ  რა იყო მოდა, სტილი და როგორ გადავრჩენილიყავი ამ ბიზნესში. მარად, მისი მადლიერი ვიქნები. რაც ენდი უორჰოლი იყო ხელოვნებისთვის, ის იყო მოდისთვის კარლ ლაგერფელდი“ - ამ სიტყვებით, 90-იანი წლების სუპერმოდელმა საყვარელი მეგობარი, მენტორი და შთაგონება გაიხსენა.

2019 წელს სამყარო ლეგენდარულ დიზაინერს კარლ ლაგერფელდს დაემშვიდობა, მთელი მსოფლიო გლოვობდა ადამიანს, რომელიც 5 ათწლეულის განმავლობაში, ფრანგული მოდის სახლ Chanel-ის აღორძინების პარალელურად, შორსმჭვრეტელური ხედვის წყალობით, გლობალური მოდის ინდუსტრიის ჩამოყალიბებასაც უწყობდა ხელს. კარლი ნამდვილად იყო ის ვირტუოზი შემოქმედი მოდის სამყაროში, რომელიც ხშირად კულისებს მიღმა იდგა და ჩრდილიდან უძღვებოდა მოვლენებს, თუმცა ამ ჩრდილს იცნობდნენ მისი ახლო მეგობრები და მხოლოდ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ, მასზე საუბარი ხმამაღლა შესაძლებელი გახდა.

კარლ ლაგერფელდმა 18 წლის კლაუდია შიფერი, ბრიტანული Vogue-ის გარეკანზე იხილა, ფოტოგრაფ ჰერბ რიტსის ობიექტივში. დიზაინერი დაუკავშირდა ახალგაზრდა მოდელს და მასთან შეხვედრა სთხოვა. შეხვედრა Rue Cambon-ის სტუდიაში შედგა, რამდენიმე საათში კლაუდია შიფერი Chanel-ის ახალი კოლექციის ჩვენებაზე დაამატეს. 

ეს მართლაც ჯადოსნური გრძნობა იყო. აღმაფრთოვანებდა Chanel-ის ისეთი საკულტო დიზაინების ტარება, როგორიცაა საფირმო ბოტერები და კარდიგანის მსგავსი ქურთუკები - იხსენებს კლაუდია შიფერი.

მას შემდეგ, რაც კლაუსია შიფერი, მისმა თანამემამულე გერმანელმა ფოტოგრაფმა ელენ ფონ უნვერტმა აღმოაჩინა, ლარლ ლაგერფელდმა და Chanel-მა კლაუდიას მაღალი მოდისკენ მიმავალი გზა გაუკვალეს. ფრანგულ მოდის სახლთან თანამშრომლობა, ახალგაზრდა მოდელმა 1980-იან წლებში დაიწყო და ამ თანამშრომლობამ 30 წელზე მეტი გასტანა, დასრულდა მაშინ, როდესაც შიფერს უკვე სუპერმოდელის სტატუსით იცნობდა სამყარო.

„კარლმა ძალიან ადრე მითხრა: „იყავი საკუთარი თავის ერთგული“ და ეს რჩევა ჩემთან დარჩა. სუპერმოდელის იმ ქარიშხლიანი წლების განმავლობაში, კონტინენტებს შორის მოგზაურობისას, პრაიმ-თაიმის ჩატ-შოუებში გამოჩენის, მოდის შოუების გარეთ ხალხში გატარების დროს, ეს სიტყვები დამეხმარა მიწაზე დავრჩენილიყავი“ - იხსენებს კლაუდია.

ვენაში, Chanel-ის ერთ-ერთ კამპანიაში, კარლ ლაგერფელდი ბედნიერი ცეკვავდა ვალსს მოდელების წინ და გულუხვად იღიმოდა, ეს მოგონება კლაუდია შიფერისთვის ყველაზე ძვირფას მომენტად რჩება, რომელშიც მისი ძვირფასი მეგობარი ფიგურირებდა. 

„ის მე კლოდიას მეძახდა. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობდით გერმანულად, რათა გარშემომყოფებს არაფერი გაეგოთ, კალრს ეს ძალიან უყვარდა. მისი გაცნობისთანავე, დიდი საქმის თანამონაწილედ ვიგრძენი თავი, ძალიან მომწონდა მისი იუმორი. ჩვენ ორნი, მხოლოდ მე და კარლი, ხშირად სამსახურში დილის 3 საათამდე ვრჩებოდით, ეს გვაერთიანებდა, კარლი ყოველთვის ენერგიით იყო სავსე, მე კი ადრენალინი მამოძრავებდა, მიყვარდა მასთან მუშაობის ყოველი წამი“ - კლაუდია შიფერი.

კარლ ლაგერფელდი დიდად აფასებდა საქმისადმი ერთგულებას და ადამიანებს, რომლებშიც ამ თვისებას ამოიცნობდა, მისი გარემოცვა, სწორედ მათგან შედგებოდა. ახლო მეგობრებსა და თანამშრომლებს სახლშიც ხშირად სტუმრობდა და დელიკატურად შედგენილი მენიუთი, დახვეწილ გარემოში დიდი სიამოვნებით მასპინძლობდა მათ. „კარლი ფანტასტიკური მასპინძელი იყო და ტკბებოდა მეგობრებისა და თანამშრომლების გვერდით. საუბარი ყოველთვის ცქრიალა იყო, მენიუ კი განსაკუთრებული“ - იხსენებს კლაუდია შიფერი.

ზევით