#მოდა

IT GIRL: მეგან მარკლის „ლამაზმანისეული“ ჩაცმულობა

გაზიარება:

Polka Dots და Polo ყოველთვის იდეალური კომბინაციაა, ამაში მეგან მარკლიც გვარწმუნებს. სასექსის ჰერცოგინია სანტა ბარბარაში, Polo & Racquet Club-ში მეუღლის პრინცი ჰარის გუნდის Los Padres-ის მხარდასაჭერად გამოჩნდა და დაუვიწყალი „ლამაზმანისეული“ (Pretty Woman) მოდური მომენტიც შემოგვთავაზა.

მეგან მარკლის სტილი როგორც ყოველთვის დახვეწილი, მინიმალისტური გახლდათ, რამდენიმე გრაციოზული აქსესუარის თანხლებით.

Polo-ს მატჩზე მისულ მეგან მარკლს შავი polka-dotted ბლუზი, Khaite-ს თეთრი ბერმუდა შორტები, ამავე ბრენდის ქამარი და Aquazurra-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ამშვენებდა. აქსესუარად ჰერცოგინიამ Valentino-ს შავი ქუდი და Cartier “Love” bracelet მოირგო.

მეგანის ამ გამოჩენას მალევე მოჰყვა მოდური რეფერანსი ფილმიდან Pretty Woman, სასექსის ჰერცოგინიას სტილსა და ჯულია რობერტსის პერსონაჟის ვივიანის ჩაცმულობას შორის მსგავსება ცხადია. Polka Dots პრინტი და განსაკუთრებული სიზუსტით შეხამებული ქუდი, არამხოლოდ Polo-ს მატჩისთვის, არამედ კარს მომდგარი საზაფხულო სტილის შთაგონებადაც შეგვიძლია ვაქციოთ.

ზევით