#მოდა

IT GIRL: კენდალ ჯენერის მარტივი საშემოდგომო ჩაცმულობა

გაზიარება:

დახვეწილი, ელეგანტური საშემოდგომო სტილის შექმნის პროცესში, დიდი ძალისხმევის ჩადება სულაც არ არის აუცილებელი და ეს ამერიკელმა სუპერმოდელმა კენდალ ჯენერმა კარგად იცის. კენდალი მაქსიმალიზმის დიდი თაყვანისმცემელი არასდროს გახლდათ, პირიქით სუპერმოდელის ჩაცმულობა და ყოველდღიური სტილი მინიმალური დეტალებისგან შედგება და არც რამდენიმე დღის წინანდელი ჩაცმულობა ყოფილა გამონაკლისი.

25 წლის სუპერმოდელი პაპარაცებმა ნიუ-იორკში, საკუთარი სახლიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. კენდალს ამჯერადაც მარტივად ეცვა, ჯენერმა Acne Studios ყავისფერი სვიტერი, The Row-ს შავი ფეხსაცმელი და ჯინსის შარვალი მოირგო. აქსესუარებად კენდალმა საყვარელი სათვალე და მინი ჩანთა შეარჩია.

მიუხედავად იმისა, რომ კენდალმა არჩევანი ძვირადღირებულ სამოოსზე გააკეთა, მისი სტილი სულაც არ არის განსაკუთრებული და მისი გამეორება მარტივად შეიძლება. 

MANGO - Knitted braided sweater

ყიდვა

MANGO - High waist straight jeans

ყიდვა

MANGO - Heel leather ankle boot

ყიდვა 

ზევით