#მოგზაურობა

ჰორმუზის საოცრებათა კუნძული ირანში - ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

გაზიარება:

ჰორმუზის საოცრებათა კუნძულების შესახებ თუ გსმენიათ? - ეს საოცრად ფერადი და მომაჯადოებელი კუნძული ირანის სამხრეთ ნაწილში, სპარსეთის ყურეში მდებარეობს და მნახველებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზიდავს. ჰორმუზის კუნძულის უნიკალურობას მისი ბუნებრივად ფერადი ლანდშაფტისა და არქიტექტურული პროექტის სრული ჰარმონია წარმოადგენს.

მრავალგუმბათოვანი შენობები, ალიზისგან და ქვიშისგან ნაშენები 200-ზე მეტი სახლი, გასაოცარი არქიტექტურული ფორმები და ფერადი ინტერიერისა თუ ექსტერიერის მიქსი ZAV Architects-ის ნამუშევარია. 

 ჰორმუზის კუნძულიდან ფერებს ვერ გააქრობ - მისი ფერადი ქვიშები ზღვის ფერსაც კი ცვლიან, სწორედ ამ ფერებმა მოგვცეს გამბედაობა დიზაინებში ვყოფილიყავით ისეთივე მკვეთრები, როგორიც თავად კუნძულია.

ჰორმუზის კუნძულის ფერადი სახლები მარტივი მეთოდით არის ნაშენები, მის მთავარ ხიბლს სწორედ ეს ფაქტორი წარმოადგენს, სახლები, რომლებიც ერთდროულად გამოირჩევიან თავიანთი ფერებით და იმავდროულად იდეალურად ერწყმიან კუნძულის ფერებს, ჰორმუზი უდავოდ არის ის მიმართულება, რომელიც პოსტპანდემიის სამოგზაურო სიას უნდა შემატოთ.

ზევით