#ცნობილები #მუსიკა

გვენ სტეფანი და ბლეიკ შელტონი დაქორწინდნენ

გაზიარება:

გასულ უქმეებზე, ოკლაჰომაში, რანჩოზე გვენ სტეფანისა და ბლეიკ შელტონის საიდუმლო საქორწინო ცერემონია გაიმართა, რომელსაც წყვილის უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. მოკრძალებული, თუმცა დაუვიწყარი კადრების გაზიარების ცდუნებისგან No Doubt-ის ყოფილმა სოლისტმა თავი ვერ შეიკავა და მალევე სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველი ფოტოსურათები გამოჩნდა.

გვენ სტეფანიმ ჯადოსნური კაბის შექმნა, ყველაზე გამოცდილ და პატივსაცემ დიზაინერ ვერა ვანგს მიანდო და შედეგმაც არ დააყოვნა, მომღერალს უმშვენიერესი თეთრი საპატარძლო კაბა ამშვენებდა, კორსეტის სტილის ზედა ნაწილითა და უზარმაზარით ფატით. საქორწინო ფიცის გაცვლისა და ფოტოსესიის შემდეგ კი გვენის კაბა სადღესასწაულო კაბად გადაკეთდა და მხოლოდ მოკლე სტილი დარჩა.

როდესაც ბლეიკ შელტონს მიყვები ცოლად სადღესასწაულო კაბა მზად უნდა გქონდეს.

გვენ სტეფანიმ და ბლეიკ შელტონმა ერთმანეთი მუსიკალურ პროექტ The Voice-ზე მუშაობისას გაიცნეს, სადაც მომღერლები ჟიურის მოვალეობას ითავსებდნენ. 2015 წლის ნოემბრის თვეში პირველი ჭორები გავრცელდა იმის თაობაზე, რომ მუსიკოსებს რომანი ჰქონდათ და მითქმა-მოთქმა მაშინვე დადასტურდა, როდესაც გვენმა და ბლეიკმა ერთად დაიწყეს გამოჩენა. წყვილი 2020 წელს დაინიშნა და 3 ივლისს იქორწინა.

ზევით