#მოგზაურობა

გამორჩეული კოტეჯები საქართველოში, თქვენი საზაფხულო თავგადასავლისთვის

გაზიარება:

შვებულებების, ცხოვრებით ტკბობის და ყოველდღიური რუტინისგან გარიდების დროც დადგა, სეზონი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველოდებოდით, გიჟური თავგადასავლებისა და დაუვიწყარი მოგონებების დასაგროვებლად თითქმის აქ არის და ჩვენც შეგვიძლია, თამამად შევარჩიოთ ახალი მიმართულება საქართველოს მასშტაბით სამოგზაუროდ და ახალთახალ აღმოჩენებს გამორჩეული კოტეჯებიც შევმატოთ.

სახლუკა რაჭაში

იდეალური, ჰარმონიული დასვენებისა და ძალების აღდგენის ზღაპრული ლოკაციების გახსენებისას, პირველი, რაც თავში აზრად მოგვდის, ეს უდავოდ, სახლუკაა რაჭაში, რომელიც დახვეწილი ინტერიერით, უზარმაზარი ვიტრაჟული ფანჯრებითა და მეგობრული გარემოთი თქვენი გულის მოგებას ნახვისთანავე მოახერხებს.

Kazbegi Cabins

თუ კი დასვენებასთან ერთად ულამაზესი ხედით ტკბობასაც გადაწყვეტთ, Kazbegi Cabins-ზე არჩევანის გაკეთება, ნამდვილად ლოგიკური გამოსავალი იქნება, ულამაზესი ყუროს პანორამული ხედები, განტვირთვის საშუალებას მოგცემთ, კომფორტული კოტეჯი კი დაუვიწყარი მოგონებების საბადო გახდება.

ჰილტოპ ბათუმი

ბათუმი ყოველთვის საუკეთესო არჩევანია, განსაკუთრებით კი ზაფხულის დადგომასთან ერთად, წარმოიდგინეთ ჰილტოპ ბათუმის კეთილმოწყობილ კოტეჯში ხართ, ტკბებით ზღვისა და ბათუმის პანორამული ხედებით პირდაპირ საძინებლიდან და დროს სურვილისამებრ ატარებთ, მაცდურად ჟღერს, არა?!

ბუდე

ქალაქის ხმაურისგან და ყოველდღიური რუტინისგან გაქცევას თუ გადაწყვეტთ, მაშინ სვანეთის მაღალი მთები თავიანთი სისპეტაკით, სიმშვიდითა და თავისუფლების შეგრძნებით გიმასპინძლებთ, ბუდეს კოტეჯების კომპლექსი კი საშუალებას მოგცემთ დრო მეგობრების გარემოცვაში გაატაროთ.

Duende Hotels

ბოლოს კი წარმოგიდგენთ The Diary-ს ერთ-ერთ რჩეულ კოტეჯს Dunde Hotels სიღნაღის ტყეში, რომელსაც პრივატულობა და კომფორტი ასეთ გამორჩეულს, უნიკალური ინტერიერი და ექსტერიერი კი ზღაპრულს ხდის.

ზევით