#სილამაზე

ფრანგი ქალების 5 საყვარელი თავის მოვლის საშუალება ზაფხულში

გაზიარება:

ახალგაღვიძებული, არეული წინამოსა და მინიმალისტური მაკიაჟის (თუ წითელ ტუჩსაცხს არ ჩავთვლით) ხელოვნების გარდა, ფრანგმა ქალებმა ზუსტად იციან როგორ უნდა მოუარონ თავს ზაფხულის სეზონზე. მუდამ პრაგმატული ქალები პირად სტილს არასდროს ღალატობენ და ყველაზე ცხელ სეზონზეც კი ხელმისაწვდომ, თუმცა საოცრად ეფექტურ პროდუქტებზე აკეთებენ არჩევანს.

The French Pharmacy-ის დამაარსებელი და ცნობილი ფრანგი ექიმი მარინ ვინსენტი, თანამემამულე ქალების საყვარელი პროდუქტების შესახებ გვიამბობს.

1. დამამშვიდებელი ტონერი

Sanoflore-ის ტონერის მთავარ ინგრედიენტს სიმინდის ყვავილის ექსტრაქტი წარმოადგენს, რომელიც დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა და წამებში ხსნის სახის შეშუპებას და ამავე დროს ებრძვის თვალის გარშემო გაჩენილ მუქ წრეებს. სილამაზის ამ საიდუმლოს ჯერ ჩვენი ბებიები, შემდეგ დედები ახლა კი ჩვენ ვატარებთ და ასეთივე წარმატებით გადავცემთ მომავალ თაობებს.

Sanoflore - Cornflower Floral Water Soothing Eye Toner 

ყიდვა

2. ტუჩის ბალმი

ამ ბალზამს ყოველთვის თან დავატარებთ - ის ყოველთვის მოიძებნება, როგორც ჩვენს ყოველდღიურ, აგრეთვე სპორტულ ჩანთაში. ის არა მხოლოდ ატენიანებს ტუჩებს, თაფლის, მცენარეული ზეთებისა და პროპოლისის კომბინაციის წყალობით ის შეიძლება გამოიყენოთ როგორც ნუნებზე, ასევე წარბებზე ფიქსაციისთვის.

Nuxe Rêve de Miel Honey Lip Balm

 ყიდვა

3. შხაპის გელი

კიდევ ერთი შეუცვლელი პროდუქტი ფრანგი ქალებისთვის, ეს შხაპის გელია საპნის გარეშე. ის აღმდგენი თვისებით გამოირჩევა და რაც მთავარია განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის, ყველაზე მგრძნობიარესთვისაც კი. ამ შხაპის გელის გამოყენება ოჯახის ყველა წევრს შეუძლია.

Rogé Cavailles Gel Bain Douche Surgras

 ყიდვა

4. Cica-Crème 

ფრანგი ქალების აბაზანაში (ან თუნდაც პირველადი დახმარების ნაკრებში) აუცილებლად აღმოაჩენთ Cica-Crème . ეგზემა, მცირე დამწვრობა (მათ შორის მზისგან მიღებული დამწვრობა), მშრალი ან გაღიზიანებული კანი - ეს საცხი ყველა ამ პრობლემას მოაგვარებს. გარდა ამისა, ეს საშუალება რეკომენდებულია როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც.

Uriage Bariéderm Cica-Crème 

ყიდვა

5. ვიტამინი თმისთვის და ფრჩხილებისთვის

და ბოლოს, უმნიშვნელოვანესი პროდუქტი: ჩვენ დიდი სერიოზულობით ვეკიდებით ჩვენი ორგანიზმის შინაგან მდგომარეობას, სწორედ ამიტომ, ვიტამინები - თავის მოვლის პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი ეტაპია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ გარეგანი პრობლემების აღმოფხვრა შიგნიდან უნდა დავიწოთ. ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ ვიტამინებს, რომლებიც ჩვენი თმის და ფრჩხილების გაჯანსაღებას უწყობს ხელს.

Phyto PhytoPhanere Hair & Nails Supplement 

ყიდვა

ზევით