#ცნობილები #დეკორი

ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის საცხოვრებელი თანამედროვე ფერმერულ სტილში

გაზიარება:

KuKu Farms ასე დაარქვეს ჰოლივუდელმა მსახიობებმა თავიანთ ახალ საცხოვრებელ სახლს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ლოს-ანჯელესში შეიძინეს და საგულდაგულოდ შეუდგნენ მის გარდაქმნას. ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის ახალი საცხოვრებელი სახლი თანამედროვე ფერმერულ სტილშია შესრულებული, რომელსაც არქიტექტორები ფარმჰაუსს უწოდებენ და რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს 

ჩვენ გვინდოდა, რომ სახლი ძველი ფერმის სახლის მსგავსი ყოფილიყო, გვსურდა მისი იერსახის შენარჩუნება, თუმცა ამავდროულად აქტუალური და თანამედროვე სტილის შექმნაც გვსურდა

ეშტონი და მილა სახლის გადაკეთების პროცესს სერიოზულად მიუდგნენ, მათ თავად შეარჩიეს არქიტექტორი, Pinterest-ზე აგროვებდნენ ვიზუალურ დაფებს და როგორც აღმოაჩინეს, მათი გემოვნება სავსებით ემთხვეოდა ერთმანეთს, სწორედ ამიტომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არ გართულებულა.

ჩვენ მიერ შერჩეული ფოტოების 90 პროცენტი ერთმანეთის მსგავსი გახლდათ, ხოლო სახლები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგვეწონა ჰოვარდ ბეკენის მიერ იყო შექმნილი.

წყვილის მიერ შერჩეულმა დიზაინერებმა მხარი დაუჭირეს ეშტონისა და მილას ხედვებს მათი ახალი საცხოვრებლის დიზაინის შესახებ, თუმცა გარკვეული კორექტირებაც შეიტანეს მასში და მისაღები ოთახი თანამედროვე რბილი სავარძლითა და სხვა ავეჯით მორთეს. როგორც კაჩერი და კუნისი აცხადებენ, მთელი ამ პროცესის განმავლობაში ისინი და ინტერიერის დიზაინერები ერთ გუნდად იქცნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ის შედეგი, რაც გულით სურდათ.

ზევით