#მოგზაურობა

ენდი შვეცის ფოტორეპორტაჟი აფხაზეთიდან

გაზიარება:

გერმანელმა ფოტოგრაფმა, ენდი შვეცმა აფხაზეთში მოგზაურობის ფოტორეპორტაჟი გააზიარა და საქართველოს უმშვენიერეს რეგიონში, რომელსაც თავად მარგალიტი უწოდა, დაგროვებული შთაბეჭდილებების და ემოციების შესახებ უცხოელ მკითხველს უახლესი პოსტიდან ესაუბრა.

„როდესაც 2014 წელს პირველად ვნახე აფხაზეთის რეგიონის ულამაზესი შენობების ფოტოები, მაშინვე მოვიხიბლე. არქიტექტურული დიზაინები და უძველესი ნანგრევების გარშემო ულამაზესი ბუნება ჩემს ესთეტიკურ ოცნებად იქცა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა ემოციებს აღძრავდა ჩემში ეს მოგზაურობა“ - წერს ენდი შვეცი.

„მდინარე ენგურზე შემოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ ომის ჭრილობები ამ რეგიონში ჯერ კიდევ მოუშუშებელია, ლამაზი სახლების ნაშთები ბუნებამ ნელ-ნელა დაიბრუნა“

„საოცარი შენობებისა და მიტოვებული ადგილების ნახვისას, ურთიერთსაწინააღმდეგო განცდები მეუფლებოდა. ერთი მხრივ, მე ხომ სწორედ იმას ვიღებდი, რისთვისაც ჩამოვედი, განსაცვიფრებელ ადგილებს, მეორე მხრივ კი ვხვდებოდი, რომ ეს მარგალიტი ნელ-ნელა ბზინვარებას კარგავდა“ - აღწერს ენდი შვეცი აფხაზეთში მოგზაურობას.

რაც მოხდა, აღარ შეიცვლება, მხოლოდ მომავლის გზაა მნიშვნელოვანი. და როგორი იქნება ის, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

 

ზევით