#მოდა #კულტურა

Emmy 2021: წითელი ხალიჩის საუკეთესო მოდური მომენტები

გაზიარება:

ამერიკული სატელევიზიო პრემიის, Emmy-ს რიგით 73-ე დაჯილდოების ცერემონია გასულ ღამეს, ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს: ლონდონსა და ლოს-ანჯელესში გაიმართა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ცნობილი ადამიანები წითელ ხალიჩას ტრიუმფალურად დაუბრუნდნენ.

ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე თავი The Crown-ის მთელმა სამსახიობო გუნდმა მოიყარა, ემა კორინი წითელ ხალიჩაზე Miu Miu-ს გოთურ სამოსში გამოწყობილი გამოჩნდა, ემირალდ ფენელს Valentino ამშვენებდა, ჯოშ ო'კონელი Loewe-ში იყო გამოწყობილი ოლივია კოლმანს კი Roksanda ამშვენებდა.

ლოს-ანჯელესში მისულ სტუმართა შორის იყვნენ ანია ტეილორ-ჯოი, რომლის სერიალმაც The Queen's Gambit-მა დაჯილდოების ცერემონიაზე 11 ნომინაციაში გაიმარჯვა, თავად მსახიობმა კი Dior-ის თვალისმომჭრელ კაბაში გამოწყობილმა წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინა. ლოს-ანჯელესის ხალიჩას ამშვენებდნენ აგრეთვე ქეით უინსლეტი, რომელიც საუკეთესო ქალი მსახიობის კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება, კერი ვაშინგტონი, ელიზაბეტ ოლსენი და სხვები.

ანია-ტეილორ ჯოი Dior-ის კაბაში

ქეით უინსლეტს ამშვენებს Armani

ელიზაბეტ ოლსენი The Row-ს კაბასა და Chopard-ის აქსესუარებში გამოეწყო

კერი ვაშინგტონს აცვია Etro

ჯილიან ანდერსონი Chloé-ს კაბაში

ემა კორინი Miu Miu-ს კაბით

ოლივია კოლმანს ამშვენებს  Roksanda

ემერალდ ფენელი Valentino-ს კაბაში

ჯოშ ო'კონელი Loewe-ს კოსტუმში

სარა პოლსონი Carolina Herrera-ს კაბაში გამოწყობილი

ბილი პორტერს აცვია Ashi

სინტია ერვინო  Louis Vuitton-ის კაბაში

კეტრინ ჰანი Lanvin-ის სამოსში

რეგე-ჟან პეიჯს აცვია Armani

ზევით