#მოდა

Emily in Paris-ის მე-3 სეზონის რჩეული ლუქები

გაზიარება:

უკვე მოასწარით Emily in Paris-ის ახალი სეზონისთვის თვალის შევლება? ეს სერიალი მართლაც რომ ერთი ამოსუნთქვით სანახავია; დიდი კრიტიკიც საპირწონედ, სიუჟეტის სიმარტივის, პარიზული თავგადასავლების, კურიოზებისა და რომანტიკის დამსახურებით, შოუმ მილიონობით მაყურებელი მოიპოვა დედამიწის სხვადასხვა წერტილში და მათ, ყოველ სუსხიან ზამთარს, თავშესაფარს ფრანგულ ზაფხულში სთავაზობს.

Emily in Paris-ის წარმატება ბევრი ფაქტორით განისაზღვრება, თუმცა მოდური ლუქები ის დიდი კოზირია, რომელმაც სერიალი მეგაჰიტად აქცია. მე-3 სეზონისთვის, კოსტიუმების დიზაინერმა მერლილინ ფიტუსმა სადავეები პატრიცია ფილდსისგან გადაიბარა და ჩვენი საყვარელი ფრანგი თუ არაფრანგი პერსონაჟების ახალი პერიპეტიები გამოკვეთა.

კამი ახალი სეზონის საუკეთესოდ ჩაცმული პერსონაჟია

თუ გვკითხავთ, კამი, ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესოდ ჩაცმული პერსონაჟი იყო Emily in Paris-ში, მისი სტილი, ტრადიციული ფრანგი გოგოს გემოვნებასა და კიჩს შორის მყოფი ტრადიციული ბალანსია. ირის აპფელის გამოძახილი დიდი სათვალეებით, Schiaparelli-ს უნაკლო ორეული და Jacquemus-ის დიდი ზომის პიჯაკი ამ სეზონის კამის რჩეული ლუქებია.

სილვის სექსუალური ერა

სილვი, Savoir Agency-ს ყოფილი უფროსი და ყოველთვის მდიდრული, ნამდილი პარიზელი ქალის სახეა. Emily in Paris-ის მე-3 სეზონში, სილვი, კარიერულ გზაჯვარედინზე იმყოფება, რაც არა მხოლოდ მის დამოკიდებულებაზე აისახება საკუთარი თავის მიმართ, არამედ ჩაცმის სტილზეც. სილვი რისკზე მიდის როგორც პირად ისე პროფესიულ ცხოვრებაშიც, იმავე ეხება მის ჩაცმულობასაც, ის ირჩევს ღრმა დეკოლტეს, Maison Alaïa-ს შარვლებს და Vivienne Westwood-ის ვინტაჟურ კაბას.

ემილი თავს უკეთ ართმევს

ემილი საკუთარ თავზე ექსპერიმენტებს კვლავინდებურად ატარებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად მისი გარდერობი ბევრად დახვეწილია ვიდრე აქამდე. სერიალის მთავარი გმირი არჩევანს ფერად სვიტრებზე, მეტალის ჩექმებსა და Louis Vuitton-ისა და Polène-ის აქსესუარებზე აკეთებს.

ზევით