#მოგზაურობა

ელისონ ტიბალდის 10 რჩეული რესტორანი ნიუ-იორკში - უნიკალური, გემრიელი და ხელმისაწვდომი

გაზიარება:

ელისონ ტიბალდი მე-4 თაობის ნიუ-იორკელია, რომელიც დაბადებიდან შეპყრობილია საკვებით. ელისონი მოგზაური, მწერალი და ფრილანსერი ჟურნალისტია, რომელიც ხშირად აქვეყნებს ბლოგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, თუმცა ყველაზე უკეთ ელისონს მაინც მშობლიური ნიუ-იორკის ესმის, იმ ქალაქის, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა და საკუთარი ხელის ხუთი თითივით იცნობს იმ უნიკალურ ადგილებს, რომლებიც თითოეულმა ნიუ-იორკელმა თუ მისმა ვიზიტორმა უნდა მოინახულოს.

ელისონ ტიბალდის მშობლებიც ისეთივე შეპყრობილი იყვნენ საკვებით, როგორც ელისონი, ალბათ ეს ობსესია ბლოგერს მემკვიდრეობით ერგო. ელისონი იმ ძიების პროცესში გაიზარდა, რომელსაც განსაკუთრებული გემოს პოვნის სურვილი ჰქვია.

„სანამ სხვა ბავშვები ქათმის ფრთებს მიირთმევდნენ, მე დამპლინგის სუპს ვწრუპავდი და კალმარს ვაგემოვნებდი, ჩემი პირველი მოგონებები სავსეა არომატებით“ - ელისონ ტიბალდი.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკი ძვირფასი სასადილოებით არის სავსე, ელისონი გვარწმუნებს, რომ სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული საკვები ობიექტების სტუმრობა, იმისთვის, რომ გემრიელი კერძები დააგემოვნოთ.

„როდესაც ჩინური საჭმელი მინდება მე ვსტუმრობ Nan Xiang Xiao Long Bao-ს. რესტორანი ჩაინათაუნის შუაგულში მდებარეობს. Bao-ში შეგიძლიათ მიირთვათ ხორცის, ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულის დამპლინგები, ასევე დელიკატურად, ხელით მომზადებული ნუდლსები“.

აუცილებლად დასაგემოვნებელი: ხრაშუნა ბოკ ჩოი, წვნიანი გახეხილი ღორის ხორცი და მარილწყლიანი კრევეტები, მოთავსებული ნუდლსში.

„დასავლეთ აფრიკული სამზარეულოს დასაგემოვნებლად გირჩევთ Teranga-ს რესტორანს ჰარლემში. სენეგალელი შეფ-მზარეულის პიერ თიამის მიერ შედგენილი მენიუ სავსეა აფრიკული სამზარეულოს სიმდიდრეებით. ჯოლოფ ბრინჯი, წითელი ბრინჯი და შავთვალა ბარდა, რესტორნის ნამდვილი მარგალიტებია“.

აუცილებლად დასაგემოვნებელი: ჯოლოფის ორაგულის თეფში, რომელიც შედგება ორაგულისგან, ჯოლოფის ბრინჯისგან, შავთვალა ბარდისგან და კარამელიზირებული ხახვისგან.

„არსად სხვაგან ისე გემრიელად ვერ აღმოაჩენთ ავთენტურ გემოებს, როგორც Katz-ში. როდესაც პატარა ვიყავი აქ მხოლოდ რძე და ორცხობილები იყიდებოდა, ახლა კი Katz's Delicatessen არის ერთ-ერთი ის დიდებული ადგილი, სადაც ნიუ-იორკის ძველი გემოები შეგიძლიათ აღმოაჩინოთ“.

აუცილებლად დასაგემოვნებელი: ზეთიგის სენდვიჩი.

„როდესაც მეგობრებთან ერთად ვარ HOWM Cocina & Cocktails-ის რესტორანს ვსტუმრობ ჩელსიში. მაღალი ჭერი, მცენარეები, ყავის მაგიდები და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები რესტორნის ინტერიერში ტროპიკული ოაზისის შეგრძნებას ბადებს. მენიუ, შეფ ბაირონ პენაფიელის ეკვადორული ფესვების ხაზგასასმელადაა შედგენილი. ვეგეტარიანული, ვეგანური თუ უგლუტენო კერძებთან ერთად თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ მრავალფეროვანი კოქტეილები“.

აუცილებლად დასაგემოვნებელი: დაიწყეთ ცევიჩეთი, შემდეგ კი გადადით ქათმის a la brasa-ზე, ტენიან მთლიან ფრინველზე ეგზოტიკური გუავას მინანქრით, რომელსაც ტკბილ პამიდორთან და მწვანე სოუსთან ერთად მიირთმევა. თუ ამინდი ხელს შეგიწყობთ, აუცილებლად ისადილეთ ეზოში.

„კუბური სამზარეულოს დასაგემოვნებლად, ჩემი ფავორიტი ადგილი Victor's Café გახლავთ, ფერადი ფრესკებით, პალმებითა და ჩამოკიდებული საყვავილეებით. როცა ვიქტორის კაფეში შევდივარ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს კარიბის ზღვისკენ გავემგზავრე. Victor's Café 1963 წლიდან ერთი ოჯახის საკუთრებაში იმყოფება და ყოველთვის უნიკალური კუბური კერძებით გვიმასპინძლდება“.

აუცილებლად დასაგემოვნებელი: Ropa Vieja დაბალ ცეცხლზე ჩაშუშული სტეიკი მოხარშულია ნიორში, პომიდორში, ხახვისა და წიწაკის სოუსში, რომელიც მას ღვთაებრივ გემოს ანიჭებს.

„უგემრიელესი ბეიგელების დაგემოვნება Russ and Daughters-ია შესაძლებელი. 1914 წლიდან ამ რესტორანში ქალაქის საუკეთესო შებოლილი თევზი იყიდებოდა, რასის ოჯახის მემკვიდრეებმა გააგრძელეს ტრადიცია და მას ახალი გემოებიც შემატეს. მათი ლოქსი და თეთრი თევზი ჩემი მშობლების საყვარელი კერძია“.

აუცილებლად დასაგემოვნებელი: ბეიგელისა და ლოქსის სენდვიჩი, შებოლილი ორაგულითა და თქვენი სურვილისამებრ კრემ ყველით.

„როდესაც ბერძნული სამზარეულოს ხასიათზე ვარ, უცილობლად Anassa Taverna-ს ვსტუმრობ. ავთენტური ინგრედიენტები შემოდის საბერძნეთიდან, ფეტა საოჯახო ყველის ფერმიდან, თაფლი და ზეითუნის ზეთი მოპოვებული კრეტადან, განსაკუთრებული ბერძნული ღვინოები კი მცირე მწარმოებლებისგან“.

აუცილებლად დასაგემოვნებელი: ბერძნული სალათა კალამატას ზეთისხილითა და ფეტას მასიური ნაჭრით.

„რა თქმა უნდა იტალიური სამზარეულოს გარეშე ეს ჩამონათვალი არ ჩაივლის, რეტრო გემოების დასაგემოვნებლად ჩემი რჩეული ლოკაცია Joe & Pat's Pizzeria გახლავთ. იტალიურ-ამერიკელი ფავორიტები, როგორიცაა გამომცხვარი ზიტი და ხორცის გმირები, მთავარი ცდუნებაა, ხოლო ყვავილოვანი კომბოსტოს ქერქის პიცა 21-ე საუკუნის მიგნებაა“.

აუცილებლად დასაგემოვნებელი: ვეჯი ღვეზელი, სავსე ახალი სოკოთი, ისპანახით, ხახვით, ბროკოლითა და პომიდვრით.

„Peter Pan-ის დონატები ჩემი ბავშვობის მოგონებაა, მომსახურე პერსონალს დღემდე აცვია ძველი უნიფორმა, საკონდიტროს მზარეულები კი დღემდე ამზადებენ ტკბილეულობებს საფირმო რეცეპტით“.

აუცილებლად დასაგემოვნებელი: თაფლში ამოვლებული დონატები.

„უგემრიელესი ვიეტნამური კერძებისთვის Bunker in Bushwick-ს უნდა ესტუმროთ, აქ საჭმელი უმოკლეს დროში მზადდება, საქონლის და ფრინველის ხორცით მომზადებული კერძები სავსეა უხვად მორთმეული ლიმონის ბალახით, ტაილანდური რეჰანითა და ლობიოს ყლორტებით“.

აუცილებლად დასაგემოვნებელი: შებოლილი ღვეზელი Pho მიირთვით ცეცხლოვან ჰალაპენოსთან და ლობიოს ყლორტებთან ერთად.

ზევით