#სამეფო ოჯახი

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი Trooping the Colour ცერემონიას დაესწრო

გაზიარება:

მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის იუბილეს საზეიმო ღონისძიებები დღეს, Trooping the Colour ცერემონიით დაიწყო. სამეფო ოჯახის წევრები ყოველწლიურ სამხედრო აღლუმზე შეიკრიბნენ, როგორც წესი ღონისძიება ყოველი ივნისის მეორე შაბათს იმართება ხოლმე და დედოფლის არაოფიციალური დაბადების დღეც აღინიშნება, თუმცა წელს Trooping the Colour საბანკო არდადეგების პროცესის დასაწყებად ადრე ჩატარდა.

საიუბილეო თარიღისთვის 1200-ზე მეტმა ოფიცერმა და ჯარისკაცმა ცხენების გვარდიის აღლუმზე სამხედრო სანახაობა მოაწყო, არმიის ასობით მუსიკოსთან და, რა თქმა უნდა, 240 ცხენთან ერთად. უელსის პრინცმა, ტახტის მემკვიდრემ, პრინცესა ანასთან და უფროს ვაჟთან პრინც უილიამთან ერთად, მისი უდიდებულესობის სახელით მადლობა გადაუხადა სამხედროებს. 

რა თქმა უნდა, ყურადღების ცენტრში იყო ქეით მიდლტონი, რომელიც რჩეული ბრენდის Alexander McQueen-ის თეთრი კაბით გამოჩნდა ცერემონიაზე, ქეითი ეტლს კამილასთან და შვილებთან ერთად იზიარებდა.

იმავდროულად, სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრები, მათ შორის კორნუოლის ჰერცოგინია, კემბრიჯის ჰერცოგინია, გრაფი და გრაფინია ვესექსი და მათი შვილები, გლოსტერის ჰერცოგი და ჰერცოგინია და ვიცე-ადმირალი სერ ტიმ ლორენსი, აღლუმს თვალს გენერალ-მაიორის აპარატიდან მიადევნებდნენ. სპეციალურად Trooping the Colour-ის ცერემონიისთვის ინგლისში სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინიაც დაბრუნდნენ, დედოფალმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქალიშვილი - პატარა ლილიბეტი სწორედ ახლა უნდა გაიცნოს.

მოგვიანებით, სამეფო ოჯახის წევრები ბუკინგემის სასახლის აივანზე შეიკრიბნენ და ცერემონიის დასკვნით ნაწილს პილოტების გადაფრენას ერთად მიადევნეს თვალი.

ზევით