#მოდა

დემნა გვასალია „მოდის ოსკარად“ წოდებულ CFDA-ზეა ნომინირებული

გაზიარება:

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს „წლის ქალის სამოსის საერთაშორისო დიზაინერის“ ნომინაციაზეა წარდგენილი. ამავე კატეგორიაში ნომინირებული არიან დიზაინერები: დენიელ ლი Bottega Veneta-სთვის, მიუჩია პრადა და რაფ საიმონსი Prada-სთვის, პიერპალო პიჩოლი Valentino-სთვის და საიმონ პორტე ჟაკმუსი Jacquemus-სთვის.

დემნა გვასალიამ CFDA Fashion Awards-ის ჯილო 2017 წელს მოდის სფეროში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის Vetements-სა და Balenciaga-სთვის შექმნილი კოლექციებისთვის გადაეცა. ეს ჯილდო დემნამ ბებიას მიუძღვნა.

დემნას კარიერაში საკმაოდ ხმაურიანი ბრენდებია, მათ შორის BalenciagaMaison MargielaLouis VuittonMarc Jacobs და Vetements, ეს ბოლო კი, რომელიც  მან საკუთარ ძმასთან ერთად 2014 წელს დააფუძნა, წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ დემნა ბრენდის კრეატიულ ნაწილში აღარ მონაწილეობს.

დიზაინერის რეზიუმეში, განსაკუთრებულად იკვეთება 2015 წლის ოქტომბერი, როდესაც ის საკულტო მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად დაინიშნა და მსოფლიო მოდის აღიარება მიიღო. დიზაინერის დებიუტი მოდის სახლის ფარგლებში პარიზის მოდის კვირეულზე, 2016 წლის გაზაფხულზე შედგა.

ზევით