ბუნებრიობის სადარაჯოზე: ნაცრისფერი თმა „კანის კინოფესტივალის” მთავარი ტრენდია

ბუნებრივად დაბერება, ასაკთან ერთად ერთად გაჩენილი ჭაღარები და ნაოჭები სახეზე როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება - ეს თითოეული ქალის პიროვნული არჩევანია და ყოველთვის ასე გახლდათ, თუმცა ახლა ბუნებრიობის სადარაჯოზე ცნობილი სახეები გამოდიან და უბერებლობის საიდუმლოს საპირწონედ ახალ სტანდარტს გვთავაზობენ.

მოგეხსენებათ, კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ციებ-ცხელება, რიგით 74-ე ფესტივალზე გრძელდება, წითელი ხალიჩის საუკეთესო მომენტების გაცნობასთან ერთად ერთ მნიშვნელოვან სიახლეზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება - როგორ ხდება ბუნებრივად დაბერება სრულიად წარმოსადგენი მოვლენა.

პირველი ამასთანავე და დაუვიწყარი შთაბეჭდილება კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე 63 წლის ენდი მაკდაუელმა მოახდინა, რომელმაც, როგორც ჩანს ლოქდაუნის პერიოდში გასაქანი ბუნებრივ თმას სრულად მისცა. ენდის ამ საღამოს ჰელენ მირენიც შეუერთდა და ყვითელი კაბის, ზურმუხტისფერი სამკაულისა და თეთრი თმის იდეალური ტანდემი შემოგვთავაზა.

კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის მესამე გმირი ჯოდი ფოსტერი აღმოჩნდა, რომელიც ბუნებრივ თმაში შერეული ნაცრისფერი ელფერით გამოჩნდა და პაპარაცებისა და მედიის ყურადღებაც მარტივად მიიპყრო.

ზევით