#მოდა

ბრიტანული მოდის საბჭოს The Fashion Awards 2022-ის გამარჯვებულები

გაზიარება:

გუშინ საღამოს, ბრიტანულმა მოდის საბჭომ The Fashion Awards 2022-ის გამარჯვებულები გამოაცხადა ღონისძიებას, ბრიტანელ-იამაიკელი მსახიობი ჯოდი ტერნერ-სმიტი მასპინძლობდა. ღონისძიების მიზანი, შექმნის დღიდან, მოდის, როგორც თვითგამოხატვის, ესკაპიზმისა და ოპტიმიზმის აღნიშვნაა, საღამოს მიმდინარეობისას BFC Foundation-სთვის გროვდება შემოწირულბა, რომელიც შემდგომში ნიჭიერი სტიპენდიატებისა და მენტორებისთვის გაიცემა.

ოცდასამი ჯილდო, მათ შორის „ცვლილების ლიდერები“, გადაეცათ გამორჩეულ ინდივიდებს, ბრენდებსა და ბიზნესს, რომელთა ფანტაზიამ და კრეატიულობამ, გასულ წელს, ახალი სათქმელი თქვა მოდის სამყაროში. გამარჯვებულთა გამოვლენაზე საერთაშორისო ჟიურია პასუხისმგებელი, რომელიც ინდუსტრიის 1000-ზე მეტი ექსპერტისგან შედგება.

საღამო, განსაკუთრებული მომენტებით იყო სავსე, დაწყებული ჟან პოლ გოტიეს Fashion Freak Show-დან - დედოფალ ელიზაბეტ II-ისადმი მიძღვნილი The Fashion Salute Show-თი დამთავრებული.

თუმცა საღამოს მთავარ ნაწილს მაინც დაჯილდოების ცერემონია წარმოადგენს, 2022 წელს წლის დიზაინერის ჯილდოს მფლობელი Vlentino-ს კრეატიული ხელმძღვანელი პიერპაოლო პიჩოლი გახდა. არსებობს ვარაუდი, იმის თაობაზე, რომ ეს ნომინაცია წელს დემნა გვასალიასი უნდა ყოფილიყო, თუმცა Balenciaga-ს გარშემო ატეხილი სკანდალის გამო ის პიერპალოს გადაეცა. BFC Foundation Award-ის მფლობელი S.S.DALEY გახდა, Independent British Brand-ის სახელით Wales Bonner დაჯილდოვდა წლის მოდელის სტატუსი კი ბელა ჰადიდმა დაიმსახურა.

„ეს გამარჯვება ჩემთვის არის შეხსენება, რომ რეალიზმის ეპოქაში, ჩვენ ყველას გვსურს თვალი გავუსწოროთ რეალობას, მაშინაც კი, როდესაც ის რთულია და გვინდა, რომ პოზიტიური ცვლილებები სილამაზის ძალით მოვახდინოთ... მოდა არის ენა, ძლიერი ენა და ამ ძალასთან ერთად ასევე დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი საქმით არის ჩვენი ღირებულებების ასახვა და ჩვენი ნების მანიფესტი“ - პიერპაოლო პიჩოლი.

„ცვლილების ლიდერების“ 15 ჯილდო, მოდის სამყაროში პოზიტიური ცვლილებებისთვის ედვარდ ენინფულმა და ჯული პელიპასმა დიზაინერებს, ბრენდებს, შემოქმედებს და ინდივიდებს  გადასცეს.

„კრეტიულობის ჯილდო“ აღიარებს დიზაინერებსა და ბრენდებს, რომლებმაც გლობალური გავლენა მოახდინეს გასულ წელს, თავიანთი შემოქმედებითი დიზაინით, კამპანიებით, კოლაბორაციებითა და ქველმოქმედების მხარდაჭერით. კილდო 2022 წელს ალესანდრო მიკელეს, დენიელ როზბერის, ჰარის რიდს, იბრაჰიმ კამარას და რაფ საიმონს გადაეცათ.

ზევით