ავეჯის 10 ტრენდი, რომელიც 2023 წელს უნდა გაითვალისწინოთ

High Point Furniture Market-ი მოდის კვირეულის სახელითაა ცნობილი ინტერიერისა და ექსტერიერის სამყაროში. ჩრდილოეთ კაროლინას პატარა ქალაქში თავს ადგილობრივი და საერთაშორისო მწარმოებლები იყრიან და კლიენტებისა თუ დიზაინერების წინაშე დიდ გამოფენას მასპინძლობენ. ავეჯის მარკეტი ტრენდთა დასაბამადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ, წარმოგიდგენთ 10 ყველაზე საინტერესო ტრენდს, რომელიც 2023 წელს პოპულარობის მოხვეჭას დაიწყებს.

1. არტ დეკოს დაბრუნება

20-იანი წლების ეს მღელვარე სტილი, რომელიც ცნობილია გეომეტრიული მოყვანილობებით და ისეთი საკულტო ადამიანის ინტერიერის დამშვენებით, როგორიც კოკო შანელი იყო, ავეჯის ტრენდებს დიდი შემართებით დაუბრუნდა.

2. What goes around comes around

წრიული ფორმები 2023 წელს, ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებული პოპულარობით ისარგებლებს. შეარჩიეთ ჭაღები თუ ჟურნალის მაგიდები რაც შეიძლება მეტი წრეებით.

3. ხილის დეკორაციები

მარწყვები თუ მსხლები ამ შემოდგომის High Point Market-ზე ყველაზე დიდი სიხშირით გამოჩნდა, ამიტომ გასაკვირი არავისთვის იქნება, რომ ხილის დეკორაცია 2023 წლის დეკორის ტრენდებს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

4. ყინულის ეფექტი

დეკორი, ინტერიერის დიზაინი

დეკორაცია, რომელიც განსაკუთრებულად ამშვენებს ზამთრის სეზონს: 70-იანი წლებით შთაგონებული უსწორმასწორო ზედაპირის მქონე მინა, რომელიც ძალიან წააგავს ყინულს, ძირითადად სანათებში გვხვდება.

5. შუასაუკუნეების ავეჯი

2000-იან წლებში, შუასაუკუნეების სტილის აღორძინების პერიოდის შემდეგ, ეს მდიდრული სტილი მოდერნისტული ხედვით 2023 წელსაც გვიბრუნდება.

6. სიმულაციური ავეჯი

decor

ფოტოზე წარმოდგენილმა ავეჯმა, შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩვენთვის კარგად ნაცნობი გასაშლელი დივანი თუ სავარძელი მოგვაგონოს, მაგრამ თქვენ წინაშე სიმულაციური ავეჯია და არც ერთი მათგანი ამაზე მეტად არც გაიშლება და რეალურად არც დაიკეცება. Comfort Air-ის სახელით ცნობილი ავეჯის უპირატესობა მისი კომფორტია და ღრუბლებზე ჯდომის შეგრძნებაა.

7. ტარტანის ქსოვილი ავეჯზე

შოტლანდიელების მიერ სამყაროსთვის შეთავაზებული ეს უნიკალური დიზაინი, 2023 წელს ავეჯზე გადაინაცვლებს და ინტერიერში, განსაკუთრებულად კომფორტულ აურას შექმნის.

8. სამფეხა სილუეტი

ის ვინც ინტერიერში ორიგინალურ, განსხვავებულ ავეჯს ეძებს, სამფეხა სილუეტებით აუცილებლად მოიხიბლება. ტრადიციულ 4 ფეხს საკუთარი თავი ბოლომდე ჯერაც არ ამოუწურავს, მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი სკამების ან მაგიდების 3 ფეხზე ხილვა აკრძალულია.

9. ტყავის დეტალები

ტყავი ავეჯის გარსაცმებში უჩვეულო არასდროს ყოფილა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი სანათების გარშემო არიან მოკალათებული და ეს ფრიად უჩვეულო და ორიგინალურია.

10. შავის დაბრუნება

decor trends

მას შემდეგ, რაც შავმა ფერმა წარმატებით მოიკიდა ფეხი სამზარეულოში, ტექნიკასა თუ კაბინეტებში, ახლა ავეჯსა და აქსესუარებში დომინირებისთვის მოვიდა და ვფიქრობთ, მოთხოვნა მის მიმართ უკვე საკმაოდ დიდია.

ზევით