#მოდა #კინო

ანია ტეილორ-ჯოი: ვინტაჟურ ბარბს აცვია Dior Haute Couture

გაზიარება:

ვენეციის რიგით 78-ე კინოფესტივალზე, ფსიქოლოგიური თრილერის - Last Night in Soho-ს პრემიერის ჯერიც დადგა და ვინ თუ არა ანია ტეილორ-ჯოი წითელ ხალიჩაზე გაბრწყინებული ვიხილეთ. 25 წლის ამომავალი ვარსკვლავი ედგარ რაითის ახალ ფილმში მთავარ როლს ასრულებს.

ანიამ, წითელ ხალიჩაზე გამოჩენისთვის ვინტაჟური ბარბის ჩაცმულობა შეარჩია და ლუქი Dior Haute Couture-ის ვარდისფერი აბრეშუმის კაბითა და Tiffany & Co.-ს სამკაულებით სრულყო. ჯოიმ ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ქუდი მოირგო. მსახიობს, ვინტაჟური ჩაცმულობა შემთხვევით არ შეურჩევია, თითქოს ჰოლივუდელები რაიმეს აკეთებდნენ შემთხვევით, ანიას ახალ ფილმში მოქმედება სწორედ წარსულში 1960-იან წლებში ვითარდება.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანია ტეილორ-ჯოიმ კიდევ რამდენიმე ჩაცმულობის მორგება მოასწრო, ჩვენ ის უკვე ვიხილეთ Rodarte-ს კაბაში, Giuseppe Zanotti-ს ფეხსაცმელებსა და and Tiffany & Co.-ს სამკაულებში გამოწყობილი Last Night in Soho-ს პრემიერამდე ერთი დღით ადრე. პრემიერის შემდგომ დღეს კი მსახიობი Dice Kayek-ის მოკლე სტაფილოსფერ კაბაში ჩაცმულო გამოჩნდა.

ზევით