ამ შემოდგომაზე, მოირგეთ 3 ნაწილიანი კოსტიუმი მარგო რობის მსგავსად

ბოლო წლების პრაქტიკამ ნათლად გვაჩვენა, რომ ეგრეთ წოდებული Power Suits ქალებისთვის, შემოდგომა/ზამთრის განუყრელ სილუეტად იქცა. შარვლისა და მოსაცმლის კლასიკურ ვარიანტს, მალევე ჟილეტებიც შეემატა და ამ 3 ნაწილიანმა კოსტიუმმა მალევე მსოფლიოს დაპყრობა განიზრახა. 2019 წლიდან მოყოლებული, ეს დახვწილი, ელეგანტური და საოცრად ძლევამოსილი სილუეტი პოპულარობას არ კარგავს.

Bottega Veneta-ს, Stella McCartney-სა და Sportmax-ის ჩვენებების კვალდაკვალ, გუშინ, ნიუ-იორკის ქუჩებში ავსტრალიელი მსახიობი მარგო რობი ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ 3 ნაწილიან კოსტიუმში გამოჩნდა და მისი მორგების მასტერკლასიც შემოგვთავაზა. მარგომ ნაცრისფერი სამეული, არა oversize დეტალებით, არამედ უფრო მორგებული, გამოყვანილი სილუეტით მოირგო და მას Prada-ს შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, Chanel-ის მზის სათვალეები და 90-იანი წლების ხელჩანთა შეუხამა.

უნდა აღინიშნოს, რომ 3 ნაწილიანი კოსტიუმი ერთ-ერთ ყველაზე პრაქტიკულ და მრავალფუნქციურ სამოსად ითვლება, მისი მორგება შეიძლება როგორც ოფისში, აგრეთვე ოფიციალურ შეხვედრებზე და ყოველდღიურადაც კი.

სტილის ინსპირაცია:

ZARA - 3 ITEMS

ყიდვა

MANGO - Check wool-blend suit 

ყიდვა

MANGO - Micro corduroy suit

ყიდვა

ზევით