#მოდა

ადრიანა ლიმა ქართული ბრენდის Natia X Lako-ს აქსესუარებით გამოჩდა

გაზიარება:

ბრაზილიელი სუპერმოდელი ადრიანა ლიმა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს გვიზიარებს, შეუდარებელ ფორმაში მყოფი მოდელი, კლასიკური სამოსით, ფერადი ვარცხნილობითა და ქართული ბრენდის აქსესუარებით პოზირებს. ადრიანამ Natia X Lako-ს ნიანგის საყურეები მოირგო.

ქართველი დიზაინერები Natia X Lako ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ, შეექმნათ გამომხატველი ფორმების ფემინური საყურეები.

ქართველი დიზაინერებისა და ცნობილი ადამიანების სტილისტების დაკავშირება, ლოს-ანჯელესში მოღვაწე ქართველი მოდის რეალტორის თათა ქართველიშვილის დამსახურებაა, რომელმაც PR სააგენტო tata_la რამდენიმე წლის წინ დააფუძნა და დღემდე საკმაოდ დიდი წარმატებით მოღვაწეობს შტატებში.

ზევით