#დეკორი

ადელაიდის კოტეჯი - კემბრიჯელების ახალი სახლის მდიდარი წარსული

გაზიარება:

პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა შვილებთან ერთად საცხოვრებელი შეიცვალეს, კემბრიჯელები ამიერიდან დიდი უინძორის პარკის სამკვიდროში ადელაიდის კოტეჯში დაიდებენ ბინას, უინძორის სასახლიდან სულ რაღაც 10 წუთის მოშორებით მდებარე კოტეჯს დიდი და საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს, ინტრიგებითა და საიდუმლოებებით სავსე.

ადელაიდის კოტეჯი,

კოტეჯი 1831 წელს მეფე უილიამ IV-ის ბრძანებით, დედოფალ ადელაიდისთვის აშენდა. უინძორში ყოფნის დროს, სამეფო ოჯახის წევრები დიდი სიამოვნებით ატარებდნენ დროს ამ კოტეჯში. მეფის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა საყვარელი სახლის მონახულება შეწყვიტა, კოტეჯი გარკვეული დროით დაიკეტა და მხოლოდ დედოფალ ვიქტორიას ტახტზე ასვლის შემდეგ შეიძინა მეორე სიცოცხლე. დედოფალს იმდენად შეჰყვარებია ეს სახლი, რომ წლების შემდეგ მის მიწაზე, საუკეთესო მეგობარი - ძაღლი დაშიც კი დაუმარხავს.

ადელაიდის კოტეჯი,

გასულ საუკუნეში, კოტეჯის ყველაზე გამორჩეული მკვიდრი კაპიტანი პიტერ ტაუნსენდი გახლავთ, ერთ დროს პრინცესა მარგარეტის გულის სწორი. პიტერი კოტეჯში 1944 წელს, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად გადავიდა. იმ დროისთვის კოტეჯი საკმაოდ ბინძური და არაკომფორტული საცხოვრებელი გახლდათ, მოძველებული ვიქტორიანული დეკორით და შეზღუდული ელექტროენერგიით, რომელიც მხოლოდ ერთ გამათბობელსა და მტვერსასრუტს  ამუშავებდა ერთდროულად.

ადელაიდის კოტეჯი,

პრინცესა მარგარეტისა და პიტერ ტაუნსენდის უიღბლო სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ საქვეყნოდ იყო ცნობილი. მომავალი დედოფლის უმცროს დას დაოჯახებული მამაკაცი ადრეულ ასაკში შეუყვარდა, მათი გრძნობა ორმხრივი აღმოჩნდა, პიტერი მეუღლესთანაც განქორწინდა, თუმცა პრინცესა მარგარეტზე დაქორწინების უფლება სწორედ განქორწინებულის სტატუსის გამო არ მიეცა. პიტერთან განშორება პრინცესისთვის მტკივნეული დარტყმა აღმოჩნდა, მარგარეტმა ოჯახი მხოლოდ 7 წლის შემდეგ ენტონი არმსტრონგ-ჯონსზე იქორწინა.

ადელაიდის კოტეჯიდან პიტერ ტაუნსენდის გადასვლის შემდეგ, სამეფო რეზიდენციამ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, მისი ბოლო მაცხოვრებელი სიმონ როდსი - დედოფლის ბიძაშვილის, მარგარეტის შვილი გახლდათ. 2015 წელს, სიმონის გარდაცვალების შემდეგ, ადელაიდის კოტეჯი სრულად განახლდა, პოტენციურად ეს სახლის პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის საცხოვრებლად განიხილებოდა.

ზევით