#მოდა #ცნობილები #მუსიკა #დეკორი

ადამ ლევინისა და ბეატი პრინსლოუს „იდეალური თავშესაფარი“ ლოს-ანჯელესში

გაზიარება:

The Maroon 5-ის სოლისტმა და მისმა მოდელმა მეუღლემ ბეატი პრინსლოუმ ინტერიერისა და დიზაინის ყველაზე ცნობილ გამოცემას, Architectural Digest-ს სახლის ტური მოუწყვეს და 1930-იან წლებში კლიფ მეის დიზაინით შექმნილი სახლის პირად სამზარეულოშიც შეახედეს. 

"COVID ლოქდაუნმა გვაგრძნობინა თუ რამდენად მადლიერი უნდა ვიყოთ ჩვენი სახლის, სამყაროში, სადაც საკმარისი არაფერი ჩანს, ჩვენი სახლი იუნიქორნს ჰგავს, ჩვენს იდეალურ თავშესაფარს" - ადამ ლევინი

ადამსა და ბეატის სახლის ძებნის პროცესში, ზუსტად ჰქონდათ წარმოდგენილი ესთეტიკა, რომელშიც ქალიშვილების დასთი როუზისა და გიო გრეისის აღზრდა სურდათ. "ჩვენ არ გვსურდა მდიდრული სასახლე, ჩვენ ასეთები არ ვართ. ამ საცხოვრებლით მისი აურის და სახლური შეგრძნების გაჩენის გამო მოვიხიბლეთ. ნახვისთანავე გაგვიჩნდა განცდა, რომ აქ ოდესღაც ბავშვები ცხოვრობდნენ" - განაცხადა ლევინმა.

მომღერლისა და მოდელის სახლის კედლები დიდი არტისტების რაშიდ ჯონსონის, რეიმონდ პეტიბონის და სეიჯ ვონის ნამუშევრებთაა დამშვენებული, თუმცა ხელოვნების გავლენა მხოლოდ ამით როდი მთავრდება, სახლში განსხვავებული ხედვის და ვიზუალის ავეჯია განთავსებული, რომელიც თავად ადამმა შეარჩია.

ადამ ლევინმა და ბეატი პრინსლოუმ ფერმის სახლი ლოს-ანჯელესში 2019 წელს, ბენ აფლეკისგან და ჯენიფერ გარნერისგან, 32$ მილიონად შეიძინეს, სახლის წინა მფლობელი გრეგორი პეკიც გახლდათ.

ზევით