#მოდა

გვინეტ პელტროუს ზამთრის უკვდავი სტილი ფილმში

გაზიარება:

საშობაო სეზონის დადგომასთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია გაუცნობიერებლად არა საახალწლო თემატიკის, არამედ გვიანი 90-იანი წლების ერთ-ერთ მძაფრსიუჟეტიან დრამას ვუბრუნდებით. ენდრიუ დევისის A Perfect Murder დიდ ეკრანებზე 1998 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ იპყრობს მაყურებლის გულებს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ფილმის პოპულარობა დასაწყისშივე განსაზღვრა მისმა შემოქმედებითმა გუნდმა, რომელიც გვინეტ პელტროუს, მაიკლ დუგლასისა და ვიგო მორტენსენისგან შედგებოდა. მსახიობებმა დაკისრებულ მოვალეობას უბადლოდ გაართვეს თავი, თუმცა სასიყვარულო სამკუთხედში დაკარგულმა ემილიმ (რომლის როლსაც გვინეტი ასრულებდა), მაყურებელი თავისი მდიდრული გარეგნობით, გემოვნებითა და გრაციით მიიზიდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ფილმში მოქმედება ზამთრის სეზონზე ვითარდება გვინეტ პელტროუს პერსონაჟის გარდერობი სავსეა იმ ერთეულებით, რომლებიც ჩვენს კაფსულა გარდერობში დღესაც დიდი პატივით დაიკავებდნენ ადგილს. რომ აღარაფერი ვთქვათ ემილის უმშვენიერეს საღამოს კაბაზე, მისი სტილი საოცრად დახვეწილი და ელეგანტურია.

ზევით