#მოგზაურობა

5 მზიანი მიმართულება, სადაც ტურისტულად დღესვე შეგიძლიათ გამგზავრება

გაზიარება:

Covid 19-ის მსოფლიო პანდემიამ უკვე ერთი წელია ცხოვრების ტემპი და რეჟიმი მთლიანად შეგვიცვალა. სოციალური ურთიერთობების, შეკრებების, გართობისა და რაც ყველაზე მტკივნეულია მოგზაურობის გარეშე ქვეყნის შიგნით იმაზე მეტი დრო გავატარეთ, ვიდრე ამას დასაწყისში წარმოვიდგენდით.

ჩაკეტილი საზღვრები მოგზაურობაზე შეყვარებული ადამიანებისთვის ყველაზე დიდი ტკივილია, თუმცა მაშინ, როდესაც მსოფლიოს ნახევარზე მეტი ქვეყანა ტურისტების შეშვებაზე უარს აცხადებს, არსებობს მზიანი მიმართულებები, რომელთა კარიც ქართველი ტურისტებისთვის ღიაა, რა თქმა უნდა, თუ კი მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებსა და დოკუმენტაციას აკმაყოფილებთ.

1. მალდივის კუნძულები

მალდივის კუნძულებს ხშირად სამოთხედაც მოიხსენებენ დედამიწაზე, მიზეზის კითხვა უადგილოც კია - თუ კი კუნძულების ჯადოსნურ ფოტოებს გადავავლებთ თვალს, ამ გამოთქმის სისწორეში უმალვე დავრწმუნდებით. მართალია, მალდივები ერთ-ერთი ლიდერია ტურიზმის თვალსაზრისით, თუმცა აქ მოხვედრა მარტივი სიამოვნება ნამდვილად არ გახლავთ.

2. ეგვიპტე

მცხუნვარე მზე, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები, დასვენება და განტვირთა - სასიამოვნოდ ჟღერს არა? ეგვიპტე, უდავოდ, ერთ-ერთი ის მიმართულებაა სადაც ადამიანს ძალების აღდგენასთან ერთად აქტიური ტურისტული მოგზაურობით ტკბობაც შეუძლია.

3. შრი-ლანკა

შრი-ლანკა ცხელი და მზიანი სანაპიროებით პანდემიის პირობებშიც გულმხურვალედ გიმასპინძლებთ, ამ მხარის ფირუზისფერ ოკეანესა და თეთრ ქვიშას ქვეყნად სულ ცოტა რამ თუ შეედრება. ზღაპრული ლანდშაფტისა და დაუჯერებელი, შთამბეჭდავი კადრების პანორამა რეალობის შეგრძნებას აუცილებლად დაგიკარგავთ.

4. სეიშელის კუნძულები

პალმის ტყეებით, განსაცვიფრებელი მარჯნებითა და ზღაპრული სანაპიროთი სეიშელის კუნძულები მიწიერი სამოთხეა. მომაჯადოებელი გარემო ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაგარწმუნებთ, რომ ყველაზე განსხვავებულ ადგილას იმყოფებით და აქ ყოფნის ყოველი წუთით უნდა დაყკბეთ.

5. ტანზანია

თუ კი თქვენთვი მზიანი სანაპირო და მისი სილამაზე საკმარისი არ არის, მაშინ აფრიკული დღიურის გადაშლისკენ უნდა გიბიძგოთ. Covid 19-ის პანდემიის ფონზე თქვენ ტანზანიის მონახულება შეგიძლიათ, სადაც არა ერთ დასამახსოვრებელ მოგონებასთან ერთად გაიცნობთ ადამიანებს, რომლებიც საოცარ სიკეთეს ასხივებენ და მოივლით ადგილებს, რომელთა მსგავსი ამ სამყაროში ჯერ არ გინახავთ.

მზიან მიმართულებებში მოსახვედრად დაგჭირდებათ:

უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი

სამოგზაურო დაზღვევა

ორმხრივი ავიაბილეთები

სასტუმროს ჯავშანი

ზევით