#ცნობილები #სამეფო ოჯახი

2021 წლის ჯადოსნური ქორწილები

გაზიარება:

ლედი კიტი სპენსერი და მაიკლ ლუისი

პრინცესა დიანას ძმისშვილი და მისი რჩეული მაიკლ ლუისი, 24 ივლისს, რომში დაქორწინდნენ. წყვილმა სადღესასწაულო დღისთვის მზადება წლების წინ დაიწყო, თუმცა COVID 19-ის გამო ქორწილის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა და კიტისთვის და მაიკლისთვის ნანატრი დღეც დადგა.

საქორწინო ცერემონია იტალიაში, რომის მახლობლად ვილა ალდო ბრანდინიში გაიმართა, ცერემონია ზუსტად 18 საათზე დაიწყო და ორი შეყვარებული ადამიანის სიყვარულის დღესასწაულზე მისულ სტუმრებს პატარძლის დიდებული კაბის ხილვის შესაძლებლობაც  მიეცათ. გრაციოზული სადედოფლო კაბა Dolce & Gabbana-ს ეკუთვნის, ბრენდს, რომელსაც კიტი სპენსერი უკვე წლებია წარადგენს და რომელმაც ეს კაბა სპეციალურად მისთვის შექმნა.

ბორის ჯონსონი და კერი საიმონდსი

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მრავალწლიან ისტორიაში, ბორის ჯონსონი დედოფლის პირველი პრემიერ-მინისტრი გახლდათ, რომელიც თანამდებობაზე ყოფნის მომენტში, ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა. დაუნინგ სთრითის უკანასკნელი დაუქორწინებელი წყვილი მაისის თვეში შეუღლდა.

ბორისმა და კერიმ მოკრძალებული, პატარა ცერემონია მოაწყვეს და თავიანთი მრავალწლიანი კავშირი კიდევ უფრო გაამყარეს. წყვილმა სამომავლო ქორწილი 2020 წლის თებერვლის თვეში დააანონსა, თუმცა COVID 19-მა მათი გეგმები, ისევე როგორც მთელი პლანეტის, 1 წლით გადადო.

პატ ალერტონი და კირსტი ტურნბული

წყვილმა ზღაპრული საქორწინო ცერემონია ჰემპშირში, ივლისის თვეში გადაიხადა, საყვარელი ადამიანების მცირე ჯგუფისა და ოჯახის წევრების წინაშე, სანამ ქორწილის სხვა სტუმრები ZOOM ვიდეოჩატში იყვნენ ჩართულები. კირსტის The Mews Bridal-ის საპატარძლო კაბა ამშვენებდა, მისი თვალისმომჭრელი ფატა კი Tabitha Textiles-ის შემოქმედება გახლდათ.

ლედი კლარა პაჯეტი და ოლივერ ტუტიეტი

ანგლსის მე-8 მარკიზის ქალიშვილი, 32 წის ლედი კლარა პაჯეტი რჩეულზე 17 ივლისს დაქორწინდა. წყვილის ქორწილში ისეთმა ცნობილმა ადამიანებმა მოიყარეს თავი, როგორებიც ლედ მერი ჩარტერილი, ადო აბოა და ჯეიმი ვინსტონი გახლავთ. ლედი კლარას ქორწილში სავანა მილერის და ჯანა საშას შექმნილი კაბა ამშვენებდა.

ორსონოს გრაფი და ბილენ კორსინი

მადრიდში, 18 თვის განმავლობაში, პირველი სოციალური ქორწილის მომსწრენი მაისის თვეში გავხდით, როდესაც ორსონოს გრაფმა და ბილენ კორსინიმ გრანდიოზული ქორწილი გამართეს. რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, წყვილს ზღაპრული ქორწილის გადახდის საშუალება მიეცა, პატარძალს Navascués-ის უმშვენიერესი კაბა ამშვენებდა, ნეფე კი სამხედრო უნიფორმაში გახლდათ გამოწყობილი.

ზევით