#მოდა

15 დაუვიწყარი მოდური მომენტი კანის კინოფესტივალის წითელი ხალიჩიდან

გაზიარება:

1946 წლის პირველივე პრემიერიდან კანის საერთაშორისო კინოფესტივალი განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გლამურული და მოდური მოვლენა ჰოლივუდში. მიუხედავად იმისა, რომ კანის კინოფესტივალი მსოფლიო კინო სამყაროს ყველაზე საინტერესო პრემიერების კერაა, მისი წითელი ხალიჩა ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. 

2022 წლის კინოფესტივალი დღეს დაიწყო და 28 მაისამდე გაგრძელდება, სულ მალე სოციალური ქსელები კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოჩენილი ცნობილი სახეებით, მათი გემოვნებიანი ჩაცმულობებითა და მოულოდნელი გამოჩენებითაც კი აჭრელდება, თუმცა მანამდე თვალი გადავავლოთ ერთ-ერთი ყველაზე გლამურული წითელი ხალიჩის ნოსტალგიურ მოდურ მომენტებს, რომლებმაც კინოფესტივალის ხალიჩა ნამდვილ მოვლენად აქციეს.

ძველი ჰოლივუდის გლამურის ნათელი მაგალითი, სოფი ლორენის ექსტრავაგანტური გამოჩენაა, კანის რიგით მე-8 კინოფესტივალზე. იმ ღამეს, ან სულაც იმ წელს სოფი ლორენი ყველაზე მეტად ბრწყინავდა.

1955 წლის კანის კინოფესტივალი, გრეის კელის სულ რამდენიმე თვე აშორებს მონაკოს პრინცესას სტატუსამდე, მანამდე კი ჰოლივუდელი მშვენება ფესტივალზე მისული თავს საოცრად მოდური შარვლითა და თეთრი პერანგით იმშვენებს.

ელისაბედ ტეილორის ელეგანტური ჩაცმულობა 1957 წლის წითელ ხალიჩაზე, რომელსაც დიდებულებას მსახიობის სამკაულები, კერძოდ კი ტიარა მატებდა. მესამე ქმრის ძვირადღირებული საჩუქარი 2011 წელს აუქციონზე 4,226,500 დოლარად გაიყიდა.

ოდრი ჰეპბერნი მეუღლესთან, მელ ფერერთან ერთად კანის კინოფესტივალზე 1960 წელს, ჩვეულებრივ 1960-იანი წლების კაბაში, ოპერის ხელთათმანებით.

დიანას, უელსის პრინცესას აცვია ღია ცისფერი უმხრო კაბა, რომლის შექმნაზეც კეტრინ უოლკერმა იზრუნა. პრინცესა დიანა და პრინცი ჩარლზი კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩზე 1987 წელს გამოჩნდნენ.

1990 წელი, ახალგაზრდა მოდელი და მსახიობი ბრუკ შილდსი კანის კინოფესტივალზე შავი, მაქმანებიანი კაბით გამოჩნდა.

1991 წელი, მომღერალი და მსახიობი მადონა, თავისი ახალი ფილმის In Bed with Madonna-ს პრემიერაზე მისული, კანის წითელ ხალიჩაზე მისი პერსონისთვის ჩვეული ეპატაჟური ჩაცმულობით იწონებს თავს.

1993 წელს, Mad Dog And Glory-ს წარსადგენად მისული უმა თურმანი კანის კინოფესტივალზე, შავი კაბითა და  ოვერსაიზ პიჯაკით.

კინოთეატრ ოლიმპიაში მისული მსახიობი შერონ სტოუნი ფოტოგრაფებს თავის უბადლო ჩაცმულობას აცნობს.

ახალგაზრდა მსახიობი ლივ ტაილერი კორსეტის შავ კაბაში გამოწყობილი ფილმის პრემიერაზე მიემართება, 1997 წელი.

1997 წელი, Valentino-ს კაბასა და ბრილიანტებით შემკული მონიკა ბელუჩი წითელ ხალიჩაზე.

90-იანების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი წყვილის გამოჩენა კანის კინოფესტივალზე 1998 წელს, ქეით მოსის მინიმალისტური შავი კაბა და ჯონი ფეპის კოსტიუმი კოორდინირებული მოდური მომენტით გამოირჩევა.

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი კანის რიგით 55-ე კინოფესტივალზე, 2002 წელს.

2004 წელს, ფილმ Troy-ს პრემიერაზე მისულ ბრედ პიტს გვერდს მეუღლე ჯენიფერ ენისტონი უმშვენებდა.

ზევით