კულტურა

გაი რიჩის "ჯენტლმენების" დაბრუნება

გაი რიჩის "ჯენტლმენების" დაბრუნება

„ჯენტლმენები“ ეკრანზე სერიალის სახით ბრუნდება. გაი რიჩიმ 2019 წელს კინო გაქირავებაში ერთ-ერთი გამორჩეული კრიმინალური სურათი ჩაუშვა. ამჯერად, რეჟისორი ადასტურებს, რომ ამავე სახელწოდების სერიალში, მოქმედება ფილმის სამყაროში ხდება, თუმცა ფილმის გმირები ეკრანებზე არ გვხვდებიან.

ყველაფერი, რაც რიგით 96-ე "ოსკარების" შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც რიგით 96-ე "ოსკარების" შესახებ უნდა იცოდეთ

წლების წინ, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, არც “გადახვევით” შეგვეძლო ტელევიზორის ყურება და ვერც დილით “დავგუგლავდით” გამარჯვებულების სიას, მილენიალები ერთ ღამეს ჩვენს მკაცრ მშობლებთან ერთად “ვათენებდით” და კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს (ქართული თარგმანით) დიდი მონდომებით ვუყურებდით. დღეს, ძილსაც სხვა ფასი აქვს და “ოსკარების” მნიშვნელოვანი მომენტების მიმოხილვასაც სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. თუმცა…

ANNIE LEIBOVITZ x IKEA პარიზის მოდის კვირეულზე

ANNIE LEIBOVITZ x IKEA პარიზის მოდის კვირეულზე

იკეას მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მსოფლიოს გარშემო ადამიანების 48% თვლის, რომ მედიაში მათი ოჯახური ყოფა არასაკმარისადაა წარმოდგენილი. პროექტის მიზანს სწორედ ამ ფაქტის გამოსწორება და რიგითი ადამიანების ოჯახურ ცხოვრებაზე ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა.

ხელოვნება კოსმოსში - ჯეფ კუნსის სკულპტურები მთვარეზე დაეშვა

ხელოვნება კოსმოსში - ჯეფ კუნსის სკულპტურები მთვარეზე დაეშვა

22 თებერვალს მისია “ოდისევსის” მთვარეზე დაშვებასთან ერთად, ჯეფ კუნსის სკულპტურათა სერია პირველი ავტორიზებული ხელოვნების ნიმუში გახდა, რომელმაც მთვარის ზედაპირს მიაღწია. სერია სახელწოდებით “მთვარის ფაზები” ამერიკული კომპანიის რაკეტასთან - SpaceX Falcon 9-თან ერთად დაეშვა და 1972 წლის შემდეგ, მთვარეზე პირველი ამერიკული მისიის ნაწილი გახდა.

IN THE NAME OF LOVE

IN THE NAME OF LOVE

ჩვენი დროის ყველაზე პოპულარულ ფოტოზე აღბეჭდილია ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ერთმანეთს ვანკუვერის არეულობის დროს კოცნის.  ფოტო კანადელმა ფოტოჟურნალისტმა, რიჩარდ ლამმა 2011 წლის 15 ივნისს გადაიღო. ჰოკეის კლუბმა, Boston Bruins-მა სტენლის თასი მოიგო, რის საპასუხოდაც Vancouver Canucks-ის ფანებმა ვანკუვერის ცენტრში არეულობა მოაწყვეს. დაპირისპირების დროს სულ მცირე 140 ადამიანი დაშავდა. დაშავდა ფოტოზე აღბეჭდილი ახალგაზრდა ქალიც, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. დასამშვიდებლად კი მას შეყვარებულმა აკოცა. აი, სწორედ ეს მომენტი უკვდავყო რიჩარდ ლამმა.

საიდან იღებს ახალი წლის ღამეს კოცნის ტრადიცია სათავეს?

საიდან იღებს ახალი წლის ღამეს კოცნის ტრადიცია სათავეს?

ახალი წელი დადგომა ბევრ სხვა მაგიურ მომენტთან ერთად, თაობიდან-თაობაზე გადაცემული წეს-ჩვეულებებით არის მოცული. სადღესასწაულო ვახშამი, ნაძვის ხის ქვეშ მოთავსებული საჩუქრები, საახალწლო ფილმების მარათონი და რასაკვირველია, ახალი წლის ღამის კოცნა ის ტრადიციებია, რომლის გარეშეც, ალბათ, ახალ წელთან შეგებება წარმოუდგენელიც კი გვეჩვენება. და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ნორმად მივიღეთ, ზოგჯერ მაინც საინტერესოა ტრადიციების საწყისების შესახებ მეტის გაგება და მისი მნიშვნელობების ბოლომდე შეცნობა.

გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა

გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა

ფოცხიშვილების საცეკვაო დინასტიის წარმომადგენელი, გიორგი ფოცხიშვილი, ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გახდა. დირექტორმა, ტედ ბრანდსენმა გიორგის სიახლე ბალეტ „რაიმონდას” დასრულებისთანავე ამცნო, რომელშიც ქართველი მოცეკვავე შეიხ აბდ ალ-რაჰმანის როლს ასრულებდა.

Jazz & Wine Kakheti 2023 ჯაზი, ღვინო და ურთიერთობები

Jazz & Wine Kakheti 2023 ჯაზი, ღვინო და ურთიერთობები

აქ ყველა ბედნიერია, ყველას უყვარს ღვინო და ჯაზი (No duduki and women this time). კახეთმა ჯაზისა და ღვინის ფესტივალს წელს უკვე მეშვიდედ უმასპინძლა.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საიუბილეო მე-15 სეზონისთვის ემზადება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საიუბილეო მე-15 სეზონისთვის ემზადება

2023 წლის შემოდგომაზე, თბილისი კულტურულ ციებ-ცხელებაში გადაეშვება, 30 სექტემბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით დედაქალაქში ყველაზე მნიშვნელოვანი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება.

Jazz loves Wine & Vice Versa

Jazz loves Wine & Vice Versa

წინანდლის მამულებში ღვინისა და ჯაზის ფესტივალს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ძალიან ცნობილი მუსიკოსები შემოუერთდნენ. 15 ოქტომბერს, წინანდლის მამულში ელექტრო სვინგის დედოფლად წოდებული ელის ფრანსისი, კაილი ოდოერტის კვინტეტი და გერმანულმა ლეგენდარულმა ჯგუფმა „დი-ფაზი” ნამდვილი ჯაზური ცეცხლი დაანთეს.

ზევით