აბუსალათინის ზეთი მცენარეული ზეთია, რომელსაც აბუსალათინის თესლიდან იღებენ. ის წარმოადგენს მოთეთრო-მოყვითალო სითხეს, სუსტი სუნითა და სპეციფიკური გემოთი. აბუსალათინის ზეთი პარფიუმერულ წარმოებაში, კვებით მრეწველობაში და ფარმაკოლოგიაში აქტიურად გამოიყენება. მას ასევე სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ, მათ შორის თმის, წამწამების და წარბების ზრდის სტიმულირების მიზნით.
რა სარგებელი მოაქვს აბუსალათინის ზეთს თმისთვის?
აბუსალათინის ზეთს შეუძლია თმის ცვენა შეამციროს და შეაჩეროს კიდევაც, ის იდეალური შეღებილი თმისთვის, ვინაიდან თმა ფერს დიდხანს ინარჩუნებს და უფრო ჯანსაღი ხდება. აბუსალათინის ზეთს აქვს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისება, რაც ასევე კარგია სკალპისთვის. ამ ზეთს ასევე აქვს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს ქერტლის შემცირებას და შეჩერებას. აბუსალათინის ზეთი ხელს უშლის გაყოფილი ბოლოების წარმოქმნას.
აბუსალათინის ზეთი იდეალურია როგორც თხელი, ასევე მშრალი თმისთვის
ნუთუ აბუსალათინის ზეთი თმის ზრდას მართლა უწყობს ხელს?
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერულად დადასტურებული არ არის, მაგრამ არსებობს მრავალი ინდიკატორი იმისა, რომ აბუსალათინის ზეთს შეუძლია არაპირდაპირი როლი შეასრულოს თმის ზრდის პროცესში. რეცინოლის მჟავა, რომელსაც ეს ზეთი შეიცავს, სკალპის სისხლის ნაკადის სტიმულირებას ახდებს და ხელს უწყობს თმის ზრდის პროცესს.
აბუსალათინის ზეთს აქვს ანტიმიკრობული თვისებებიც, რაც ხელს უშლის მავნე ბაქტერიების არსებობას და თავის კანის იცავს სხვადასხვა დაავადებებისა და ინფექციებისგან. ყოველივე ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ აბუსალათინის ზეთს შეუძლია დაეხმაროს თავის კანის მუდამ ჯანმრთელი იყო - რაც, რა თქმა უნდა თმის ჯანმრთელი ზრდის გარანტია!
აბუსალათინის ზეთი შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში შეიძინოთ. გამოყენების წინ ოდნავ გაათბეთ ზეთი, შეიზილეთ მთელ სიგრძეზე და 30 წთ - 2 სთ გაიჩერეთ თავზე, შემდგომ კი შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ. რამდენიმე კვირაში შეამჩნევთ, თუ როგორ იცვლება თქვენი თმის სტრუქტურა და სიგრძე.
შეიხა მოზა არაბული სამყაროს სტილისა და გავლენის სიმბოლოა. ნახეთ, როგორ აქცევს იგი მაღალი მოდის შედევრებს კულტურულ გზავნილებად და რატომ არის მისი ყოველი გამოჩენა სოციალური და პოლიტიკური განაცხადი.
სუნამოების ახალ ეპოქაში შევდივართ — ეპოქაში, სადაც მეცნიერება და ხელოვნებასთან ერთიანდება და იქმნება არომატი, რომელიც მხოლოდ სასიამოვნო სურნელი კი არა, თავდაჯერებულობის მომნიჭებელი ძალაა.
დიზაინერი ლუკა მიქაძე ყაზახეთის მოდის კვირეულზე 2025 წლის კოლექციით წარსდგა, რომელიც ქუჩის სტილსა და თავისუფლების იდეას აერთიანებს. ჩვენთან ინტერვიუში ის კოლექციის შთაგონებაზე, სამუშაო პროცესსა და ემოციურ გზავნილზე გვიამბობს.